საშვილოსნოსმიერი სისხლდენები
- საშვილოსნოსმიერი სისხლდენა- ეს არის საშოდან არანორმატიული, სისხლიანი გამონადენი, რომელიც ვითარდება მენსტრუაციის დროს მისი ინტენსიობის მატებისა და გახანგრძლივების შედეგად ან მისგან დამოუკიდებლად. წარმოშობის მიხედვით სისხლდენა შეიძლება იყოს დისფუნქციური და ორგანული ხასიათის.
- დისფუნქციური სისხლდენის განვითარება დაკავშირებულია სასქესო ჰორმონთა სეკრეციის ან მათი ურთიერთშეფარდების დარღვევასთან.
- ორგანული გენეზის სისხლდენების მიზეზები მრავალფეროვანია, მათ შორის ენდომეტრიუმის პოლიპი, საშვილოსნოს სუბმუკოზური მიომა, საშვილოსნოსგარე ორსულობა, ენდომეტრიოზი, ადენომიოზი, შეწყვეტილი ორსულობა და სხვა.
- აქედან გამომდინარე, საშვილოსნოსმიერი სისხლდენის კვლევისა და მკურნალობის უმთავრესი ამოცანაა მისი გამომწვევი მიზეზის დადგენა, დიფერენციალური დიაგნოზის გატარება და მიღებული შედეგების გათვალისწინებით ადეკვატური მკურნალობის ჩატარება.