ორშაბათი - პარასკევი 9:15 - 18:00

შაბათი 10 - 14

+ 995 597 51 19 13

info@sabakhtarashviliclinic.ge

ლუბლიანას 2/6

დიღომი, თბილისი

შემოგვიერთდით

უნაყოფობის დიაგნოსტირება და მკურნალობა

უნაყოფობის დიაგნოსტირება და მკურნალობა რთულია. თუ გარკვეული პერიოდის შემდეგ სასურველი შედეგი ვერ მიიღწა ან გამოიკვეთა განსაკუთრებული მიზეზი ან სიტუაცია, რომელიც ტრადიციული მართვით არ ხერხდება, მიმართავენ ე.წ. დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს (ART). არის ARTდა “ინ ვიტრო” განაყოფიერება ერთი და იგივე რამ? გარკვეულწილად, დიახ, თუმც ART უფრო ფართო გაგებაა, ღონისძიებები მრავალფეროვანია, რომლის ტექნიკურად შესრულება “ინ ვიტრო” განაყოფიერებით ხდება. როდის მიმართავენ დამხმარე ტექნოლოგიებს?

  1. ქალის უნაყოფობისას, როცა პრობლემა უკავშირდება საშვილოსნოს მილების არასრულფასოვან ფუნქციას
  2. ქალის უნაყოფობას, როდესაც ქალის ასაკი ან სამედიცინო სიტუაცია (ძირითადად საკვერცხეზე არადამზოგველი ქირურგიული ოპერაციების შემდგომ) მიანიშნებს საკვერცხის რეზერვის სიმწირეზე და შესაბამისად დროში გახანგრძლივებული სამკურნალო მეთოდები წყვილის სასარგებლოდ არ მოქმედებს
  3. უნაყოფობა ხანგრძლივი (>5 წელზე) და/ან დაუდგენელი მიზეზით
  4. მამაკაცის უნაყოფობის ვერსიები:

ა) სქესობრივი კონტაქტის შეუძლებლობა;

ბ) საშუალო და მძიმე ხარისხის ოლიგოსპერმია (სპერმის ნაკლებობა, მასში სპერმატოზოიდების რაოდენობრივი და მოძრაობის მაჩვენებლების დაქვეითება);

გ) აზოოსპერმია (სპერმატოზოდების არარსებობა), როდესაც ტექნიკურად შესაძლებელია მამაკაცის ორგანიზმიდან მისი მიღება – სათესლე ჯირკვლის, დანამატის და სხვა ე.წ. პუნქციის (ჩაჩხვლეტა) გზით;

  1. ყველა სახის დონაცია (ანუ ბიოლოგიური მასალის გაცემა/შეთავაზება), როდესაც გარკვეული მიზეზის გამო (ქირურგიული ოპერაციები, მძიმე დაავადებები, თანდაყოლილი განუვითარებლობა) ადამიანს (ქალსაც და მამაკაცსაც) არ აქვთ საკუთარი, განაყოფიერებაში მონაწილე სტრუქტურები (კვერცხუჯრედი, სპერმატოზოიდები).
  2. სუროგაცია – მარტივი ენით “ორსულობის მტარებლობა” – იმ შემთხვევაში, როდესაც პრობლემა კვერცხუჯრედი კი არ არის, არამედ საშვილოსნო (ორგანოდამკარგავი ქირურგია, განვითარების ანომალია, მძიმე ადენომიოზი – საშვილოსნოს ენდომეტრიოზი, სხვადასხვა დაავადებასთან ასოცირებული საშვილოსნოს სტრუქტურული დაზიანებები) და შესაბამისად ასეთ დროს ორსულობის მიღება/წარმართვა არ შეუძლია;
  3. შესაძლოა რამოდენიმე ზემოთ მინიშნებული ფაქტორის კომბინაცია;
  4. ბიოლოგიური მასალის კრიოპრეზერვაცია – გაყინვა/შენახვა განუსაზღვრელი დროით (საჭიროების მიხედვით) – კვერცხუჯრედები, სპერმა, განაყოფიერებული კვერცხუჯრედები, საკვერცხის ქსოვილი. ეს პროცედურა სხვადასხვა შემთხვევაშია შესაძლებელი:
  5. “ინ ვიტრო” განაყოფიერების დროს მიიღება უფრო მეტი განაყოფიერების პროდუქტი, ვიდრე ერთ ციკლზე გადატანისას არის საჭირო;
  6. ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ეტაპზე (ქალშიც და მამაკაცშიც), როდესაც აგრესიული თერაპია აზიანებს განაყოფიერებაში მონაწილე  სტრუქტურებს;
  7. ქალის ასაკის და გარკვეული სიტუაციების გამო გადავადებულია ორსულობა;
  8. როდესაც ქირურგია “ვალდებულია” იყოს რადიკალური ჯანმრთელობასთან ასოცირებული საფრთხის გამო.

კრიოპრეზერვაცია, მისი ხანგრძლივობა და შემდგომი მართვა სრულად არის აგებული პაციენტის მოთხოვნასა და საჭიროებაზე.   ზოგადად “ინ ვიტრო განაყოფიერება” და დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები დელიკატური, კონფიდენციალური და ეთიკურ სიტუაციებთან დაკავშირებული საკითხია. ამიტომაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება მიზნობრივ და სრულყოდილ  კონსულტირებას, რასაც პაციენტი (წყვილი) მიყავს რაციონალურ და სწორ ინფორმირებილ არჩევნამდე და დაკავშირებულია იურიდიულ დოკუმენტაციასთან.

რაც შეეხება “ინ ვიტრო”, ხელოვნურ განაყოფიერებას, ზოგადად გულისხმობს კვერცხუჯრედის და სპერმატოზოიდის შერწყმას არა სხეულში (“ინ ვივო”), როგორც ეს ბუნებრივად ხდება, არამედ სხეულს გარეთ (“ინ ვიტრო” , ” სინჯარის”) – სპეციფიური მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიის პირობებში კვალიფიციური ემბრიოლოგის მიერ. იმისთვის, რომ ეს პროცესი უფრო ეფექტური იყოს, საჭიროა მომწიფებული კვერცხუჯრედების მიღება, რაც ქალის ორგანიზმის მედიკამენტური სტიმულაციით მიიღწევა (სუპეროვულაციის სტიმულაცია). ეს ეტაპი არ არის მარტივი – ჰორმონული სტიმულაციის ე.წ. პროტოკოლი და მისი ხანგრძლივობა  დამოკიდებულია ქალის ასაკზე, ფონურად არსებულ გინეკოლოგიურ და სომატურ პრობლემებზე, წყვილის სურვილზე, წინა მსგავსი მკურნალობის შედეგებსა და სამკურნალო საშუალებებზე.  როდესაც ფოლიკულები სასურველ ზომას მიაღწევს, იწყება ინ ვიტრო პროცედურის მომდევნო ეტაპი – ფოლიკულების შიგთავსის ასპირაცია (ამოსრუტვა) და კვერცხუჯრედების მიღება. ამ პერიოდში მუშავდება სპერმა. თანამედროვე სპეციალური ხსნარების დახმარებით შესაძლებელია მორფოლოგიურად სრულფასოვანი და მოძრავი სპერმატოზოიდების გამოცალკევება, ბაქტერიებისა და მკვდარი სპერმატოზოიდებისგან მათი გაწმენდა. მომწიფებული ფოლიკულისა და სპერმის განაყოფიერებით მიიღება ემბრიონი, რომელიც  გარკვეული პერიოდის შემდეგ, მაქსიმალურად მიახლოვებულად ბუნებრივ პროცესთან, გადააქვთ დედის საშვილოსნოში (ემბრიოტრანსფერი). თუ რაიმე წინასწარ ნავარაუდევი სიტუაცია და/ან სპერმასთან ასოცირებული შესაძლო პრობლემა უქადის არასრულფასოვან განაყოფიერებას, ემბრიოლოგი ახერხებს სიტუაციურ გამოსწორებას ICSI ტექნოლოგიით – სპერმის ინტრაციტოპლაზმური ინექციით ანუ მიმართავს მის ხელივნურად შეყვანას უშუალოდ კვერცხუჯრედში ელექტრონული მიკროსკოპით ვიზუალური კონტროლით.

ტექნოლოგიები ყოველდღიურად იხვეწება. სიახლე შეეხება როგორც ლაბორატორიულ სრულყოფას, ისე მცდელობებს, პროცესი მაქსიმალურად მიუახლოვდეს ბუნებრივს. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია პროცედურის ფინანსური მხარე, რომელიც ბევრ წყვილს უქმნის პრობლემას გახდეს მშობელი. ამ სიტუაციის გათვალისწინებით შეიქმნა ე. წ “დახურული” ლაბორატორიული სისტემა, რომელიც ნაკლები ფინანსური დანახარჯით და მაქსიმალურად ბუნებრივთან მიახლოებული პირობებით მაღალ ეფექტს გვპირდება ამ მიმართულებით