ორშაბათი - პარასკევი 9:15 - 18:00

შაბათი 10 - 14

+ 995 597 51 19 13

info@sabakhtarashviliclinic.ge

ლუბლიანას 2/6

დიღომი, თბილისი

შემოგვიერთდით

რა მნიშვნელობა აქვს ქალის ასაკს უნაყოფობაში

რა ცვლილებები ვითარდება ქალის რეპროდუქციულ სისტემაში  ასაკის  მატებასთან ერთად

  • მოგეხსენებათ, ქალის რეპროდუქციული სისტემის განვითარების ფიზიოლოგიის  მიხედვით,  მუცლადყოფნის პერიოდში, გესტაციის  20 კვირის ვადაზე, ნაყოფის საკვერცხეებში  დაახლოებით  7 000 000  ოოციტია,  დაბადებისას – 1-2 000 000,   სქესობრივი  მომწიფების  პერიოდში– 300 400  ათასი, ხოლო მენოპაუზაში  –  რამდენიმე  ასეული.  ყოველივე ეს  მიუთითებს რომ  საკვერცხეების  ფოლიკულების  მარაგი  ხარჯვადია  ქალის ასაკის მატებასთან  მიმართებაში.  უფრო  მეტიც,  ფოლიკულების  ხარჯვის  პროცესი გენეტიკურად დეტერმინირებული  პროცესია , რაც  იმას  ნიშნავს რომ ამ  პროცესის  შეჩერება ან აღდგენა  მკურნალობით   შეუძლებელია.

 

რატომ უნდა გავუფრთხილდეთ  საკვერცხეების  მარაგს – 

საკვერცხის  რეზერვი ( კვერცხუჯრედების  მარაგი)  ქალის   შვილოსნობის პოტენციალის მთავარი  განმსაზღვრელი ფაქტორია, უფრო  მეტიც, გენეტიკური შვილის  ყოლის  ერთადერთი  წყაროა.  მნიშნელოვანია ის ფაქტორი,   რომ  კვერცხუჯრედების  მარაგი  მცირდება/იხარჯება  ასაკის  მატებასთან ერთად.  გარდა  კვერცხუჯრედების რაოდენობრივი შემცირებისა,  მცირდება კვერცხუჯრედების ხარისხიც ( უპირატესად  35  წლის  შემდეგ).  სწორედ ამ ფატორების  გამო  განსხვავებულია ქალის  დაორსულების სიხშირე  35 წლამდე და  მის შემდეგ ასაკში,  მაგალითად:  თუ   25 წლის ასაკში, ერთ ბუნებრივ ციკლში დაორსულების შანსი საშუალოდ 25  % ის,  35  წლის ასაკში  ეს  მაჩვენებელი 15 %–ია , 37 წლის ასაკში 10 %–ი,  40 წლის შემდეგ  4–5 ი.

ინ ვიტრო  ციკლში;  <35 წლამდე – საშუალოდ  45–50 %–ია,

35– 38 წწ–  30–35 %;

40–42 წწ – 8–10 %.

<42 წწ –3–5 %

აღნიშნული, ქალის რეპროდუქციულ სისტემაში  მიმდინარე ასაკდამოკიდებული ფიზიოლოგიური პროცესია, გასათვალისწინებელია  ფიზიოლოგიიდან  გადახრის შემთხვევები  ანუ  ადრეულ ასაკში ( 35–30 წლამდე), სხვადასხვა  მიზეზის ( გენეტიკური, აუტოიმუნური,  იდიოპათიკური და სხვ)  გამო  შემცირებული  ფოლიკულური  მარაგის არსებობა, რის  გამოც  ორსულობის სიხშირე ასაკის  მიუხედავად მნიშვნელოვნად  დაბალია.

განხილულიდან გამომდინარე,   საჭიროა  ყველა რეპროდუქციული ასაკის ქალმა, ვინც გეგმავს  ორსულობას,  დროულად  მიმართოს რეპროდუქტოლოგს, გამოიკვლიოს  საკვერცხის  მარაგი,  და შედეგის მიხედვით  დაგეგმოს  ორსულობა.

 

იწვევს თუ არა  საკვეცხეების    სტიმულაცია,  ბუნებრივ  ან ინ  ვიტრო  ციკლებში  ფოლიკულების  მარაგის  გამოლევას?

  • აღნიშნული კითხვით ხშირად მოგვმართავენ პაციენტები, განსაკუთრებით  მწირი ანუ შემცირებული  ოვარიული რეზერვის, ასევე  ანამნეზში რამდენიმე წარუმატებელი ინ ვიტრო  განაყოფიერების მქონე  პაციენტები.  პასუხი არის – არა, ანუ საკვერცხების  მედიკამტური სტიმულაცია ბუნებრივ  თუ  ინ ვიტრო  ციკლებში, ასევე ინ ვიტრო  ციკლებში  ფოლიკულების ასპირაცია,   არ  იწვევსფოლიკულური მარაგის  შემცირებას. საკვერცხეებში არსებული ფოლიკულების  ჯგუფი, რომელიც  იმ  კონკრეტულ ციკლში არსებობს,  ფიზიოლოგიური  პროცესის  მიხედვით   ისედაც დაიხარჯება.

 სტატიის ავტორი : ექიმი რეპროდუქტოლოგი, თსუ-ის დოქტორანტი- ლელა ირემაძე