ორშაბათი - პარასკევი 9:15 - 18:00

შაბათი 10 - 14

+ 995 597 51 19 13

info@sabakhtarashviliclinic.ge

ლუბლიანას 2/6

დიღომი, თბილისი

შემოგვიერთდით

საშვილოსნოსმიერი სისხლდენები

  • საშვილოსნოსმიერი სისხლდენა- ეს  არის საშოდან  არანორმატიული, სისხლიანი გამონადენი, რომელიც ვითარდება  მენსტრუაციის  დროს  მისი ინტენსიობის  მატებისა  და  გახანგრძლივების  შედეგად  ან  მისგან  დამოუკიდებლად.  წარმოშობის  მიხედვით  სისხლდენა  შეიძლება  იყოს  დისფუნქციური  და  ორგანული  ხასიათის.
  • დისფუნქციური  სისხლდენის  განვითარება  დაკავშირებულია  სასქესო  ჰორმონთა  სეკრეციის  ან  მათი  ურთიერთშეფარდების  დარღვევასთან.
  • ორგანული  გენეზის    სისხლდენების  მიზეზები  მრავალფეროვანია, მათ  შორის ენდომეტრიუმის  პოლიპი, საშვილოსნოს  სუბმუკოზური  მიომა, საშვილოსნოსგარე ორსულობა, ენდომეტრიოზი,  ადენომიოზი, შეწყვეტილი  ორსულობა და სხვა.
  • აქედან  გამომდინარე,  საშვილოსნოსმიერი  სისხლდენის  კვლევისა  და  მკურნალობის უმთავრესი  ამოცანაა   მისი  გამომწვევი  მიზეზის  დადგენა, დიფერენციალური  დიაგნოზის  გატარება  და  მიღებული  შედეგების  გათვალისწინებით   ადეკვატური  მკურნალობის  ჩატარება.