ორშაბათი - პარასკევი 9:15 - 18:00

შაბათი 10:00 - 14:00

0322 22 00 65

info@sabakhtarashviliclinic.ge

ნინო ჯავახიშვილის ქ. 6

დიღომი, თბილისი

შემოგვიერთდით

ქალის/მამაკაცის უნაყოფობის დიაგნოსტიკა, მკურნალობა

უშვილობა, უნაყოფობა – ეს სიტყვები სინონიმებია. ერთი მათგანი პრობლემის სოციალურ მხარეზე მიანიშნებს, მეორე კი მის სამედიცინო არსს გულისხმობს. სამედიცინო კონტექსტში სხვა ტერმინებიც გამოიყენება – ინფერტილობა, სტერილობა. ადამიანისთვის ამ პრობლემასთან ნებისმიერი კუთხით შეხება მეტად მტკივნეულია, რადგან მისი ერთ-ერთი ძირითადი მისია ამქვეყნად თავისივე მსგავსის შექმნა და მასში ცხოვრების გაგრძელებაა.
უნაყოფობა პირველადია, თუ ქალი არასდროს ყოფილა ორსულად. მეორადია – თუ პრობლემურია განმეორებითი დაორსულება ქალისთვის, რომელასაც შვილი (ან შვილები) უკვე ყავს, ან ორსულდება, მაგრამ ვადამდელ ცოცხალმშობიარობამდე საქმე ვერ მიდის.
განაყოფიერება-ჩასახვისა და ორსულობის უნარი ბუნების საოცრებაა. ამ მეტად საინტერესო პროცესში მონაწილეობენ ქალიც და მამაკაციც. ბუნებრივია, ამ ჯაჭვში გაჩენილი მცირედი დისონანსიც კი პრობლემას წარმოშობს და შესაძლოა უნაყოფობის მიზეზად მოგვევლინოს. უნაყოფობის შემთხვევათა 43,5% ქალის მიზეზითაა განპირობებული, 39% – მამაკაცის, ხოლო 17,5% – ორივეს თანხვედრით. მიზეზების გათვალისწინებით, განასხვავებენ უნაყოფობის ენდოკრინულ (35-40%) და ინფექციური გენეზით განპირობებულ (40-43%) ფორმებს. ეს უკანასკნელი დამოუკიდებლად მოიაზრებს მილისმიერ, ე.წ. ტუბოპერიტონეულ და საშვილოსნოსმიერ ფაქტორებს. ამ ჩამონათვალს ყოველთვის ახლავს თან უცნობი გენეზის უნაყოფობაც, თუმცა მედიცინის წინსვლის კვალდაკვალ მისი ხვედრითი წონა თანდათან იკლებს. უნაყოფობის სხვა ტაქსონომიები, სამედიცინო თვალსაზრისით, უფრო სრულყოფილია. განარჩევენ შემდეგ ფორმებს:
ფუნქციურ ( ენდოკრინულ )
ორგანული
იმუნური
გენეტიკური
უცნობიგენეზის
►ფუნქციური ენდოკრინული დარღვევებითგანპირობებულუნაყოფობასწამყვანიადგილიუკავიაუშვილობისსტრუქტურაში . სასქესოჰორმონების დისფუნქცია არის ის მთავარი მიზეზი , რაც განაპირობებს კვერცხუჯრედის ან სპერმატოზოიდის არასრულფასოვან მომწიფებას. ეს შეეხება, როგორც საკუთრივ საკვერცხეებსა და სათესლე ჯირკვლებში არსებულ პირველად დისფუნქციურ პროცესებს, ისე სხვა მარეგულირებელი და ამ პროცესებზე ზემოქმედი სისტემების ფუნქციურ დარღვევებს, რომლებიც მეორადად აისახება გამეტოგენეზზე (სასქესო უჯრედების მომწიფებაზე)
►ორგანული მიზეზებით განპირობებული უნაყოფობა ერთის მხრივ გულისხმობს საშვილოსნოს მილების ორგანულ დაზიანებებს და შეხორცებით პროცესს მცირე მენჯის ღრუში, რასაც ტუბოპერიტონეალურ უნაყოფობასა უწოდებენ. მეორეს მხრივ საშვილოსნომიერ ფაქტორებს ( ენდომეტრიუმის პოლიპები , შეხორცებები/სინექიები , განსაკუთრებული სიდიდისა და მდებარეობის მიომური კვანძები (ფიბროიდები), საშვილოსნოს განვითრების მანკები , ყელისმიერი ფაქტორები ) . საშვილოსნოს მილების ორგანული დაზიანების გამომწვევი მიზეზებია: სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები , (მათ შორის განსაკუთრებული როლი ენიჭება ქლამიდიურ , ანაერობულ და გონორეულ ინფექციას. რისკ ფაქტორებია: ანამნეზში მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითდაავადებები , ოპერაციული ჩარევები საშვილოსნოზე, მის დანამატებზე, მუცლის ღრუს ორგანოებზე (მათ შორის აპენდექტომია); ინვაზიური დიაგნოსტიკური და სამკურნალო პროცედურები (ჰიდროტუბაცია,მიკროინსტილაცია, დიაგნოსტიკური გამოფხეკვა), ანთებითი და ტრავმული გართულებები აბორტისა და მშობიარობის შემდეგ, ენდომეტრიოზი.
განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს გენიტალური ენდომეტრიოზი – ქრონიკული დაავადება, რომელიც მოიაზრებს საშვილოსნოს ლორწოვანის, ენდომეტრიუმის, მსგავსი ქსოვილის ფუნქციობას საშვილოსნოს გარეთ. უნაყოფობასთან მიმართებით ეს სერიოზული პრობლემაა და საკმაოდ რთული სამართავიცაა.
►გენეტიკური, უმთავრესად ქრომოსომული და თანდაყოლილი პათოლოგიები. ამ შემთხვევაში მკურნალობის შესაძლებლობა საკმაოდ შეზღუდულია. ამ დაავადეაბათა რიგს განეკუთვნება : გონადების დისგენეზია , კლაინფელტერის სინდრომი , მიულერის დისპლაზიები და სხვა.
►უცნობი გენეზის უნაყოფობა წარმოადგენს გამორიცხვის პრინციპით დასმულ დიაგნოზს, რომლის კონკრეტული პათოფიზიოლოგიური საფუძველი დღეისათვის ცნობილი არ არის . იმ შემთხვევაში, თუ წყვილთან დადასტურებულია ქალებში – ოვულატორული მენსტრუაციული ციკლი, გამავალი საშვილოსნოს მილები, საშვილოსნოს ანატომიური სრულფასოვნება, მამაკაცებში – ნორმოსპერმია მაშინ შესაძლოა ეჭვი მივიტანოთ იდიოპათიურ (უცნობი გენეზის) უნაყოფობაზე , რომლის მკურნალობის ყველაზე ეფექტურ მეთოდად დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები მოიაზრება.
►უნაყოფობის გამომწვევ მიზაზთა შორის ასევე განიხილება სტრესის, ჭარბი წონის (ხშირად ასოცირებულია ფუნქციურ უნაყოფობასთან) , მძიმე ფიზიკური დატვირთვების და ქრონიკული დაავადებების როლი.
მეორად უნაყოფობად განიხილება საკმაოდ რთული პრობლემა – ორსულობის შეწყვეტა – ე.წ. რეპროდუქციული დანაკარგი. ამ შემთხვევაში ქალი ორსულდება, მაგრამ ორსულობის ვადამდე მიყვანა ვერ ხერხდება. სიტუაცია სერიოზულია, როცა ასეთი შემთხვევა განმეორებადია.
უნაყოფობის ზოგიერთი მნიშვნელოვანი მომენტი შესაძლოა სტატისტიკაში არც აისახოს. მაგალითად, დიდი მნიშვნელობა აქვს წყვილის ფსიქოლოგიურ განწყობას, პრობლემის გადაწყვეტისადმი მზაობას, ურთიერთსოლიდარობას, პოზიტიურ რწმენას და ბევრ სხვა მსგავს ფაქტორს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) უნაყოფობად თვლის სიტუაციას – 1 წლის განმავლობაში, კონტრაცეფციის გარეშე რეგულარული სქესობრივი ცხოვრების პირობებში წყვილში არშემდგარ ორსულობას. ეს აღიარებული დეფინიციაა. ბოლო წლებში, ქალის ასაკთან მიმართებაში, მნიშვნელოვანი რეკომენდაციების აუცილებლობა შეიქმნა:
<35 წ – 12 თვის თანაცხოვრება ორსულობის გარეშე განიხილება უნაყოფობად
35-40წ – 6 თვეში მიზნობრივი კვლევები და მართვა
>40 წ – 3 თვეში მიზნობრივი კვლევები და მართვა

დღეს უნაყოფობა მოუგვარებელი პრობლემა აღარ არის. სამედიცინო დაწესებულებები და ექიმები აღჭურვილნი არიან თანამედროვე, დახვეწილი სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მეთოდებითა და საშუალებებით. უფრო მეტიც, მათ აქვთ შესაძლებლობა, გამოიყენონ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები, პოპულარული ენით რომ ვთქვათ, ხელოვნური, ინ ვიტრო (“სინჯარის”) განაყოფიერება. ეს უკანასკნელი იძლევა პრობლემის მოგვარების შესაძლებლობას, განურჩევლად წყვილის ასაკისა, პრობლემის გამოხატულების ხარისხისა და უნაყოფობის ხანგრძლივობისა. ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული პარამეტრები საბოლოო შედეგზე არ აისახება. მთავარია პრობლემა სწორად შეფასდეს, არ დაისახოს ირეალური გეგმა, რაციონალურად შეირჩეს კვლევისა და მკურნალობის ალგორითმი.