ორშაბათი - პარასკევი 9:15 - 18:00

შაბათი 10:00 - 14:00

0322 22 00 65

info@sabakhtarashviliclinic.ge

ნინო ჯავახიშვილის ქ. 6

დიღომი, თბილისი

შემოგვიერთდით

ფერტილოსკოპია/დიაგნოსტიკური და ქირურგიული ლაპაროსკოპია/ჰისტეროსკოპია

ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა  >  ფერტილოსკოპია/დიაგნოსტიკური და ქირურგიული ლაპაროსკოპია/ჰისტეროსკოპია

რეპროდუქციული და გინეკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და ეფექტური ქირურგიული მკურნალობისთვის მსოფლიოს წამყვან კლინიკებში ოპერაციათა 90%-ზე მეტი ენდოსკოპიური მეთოდებით სრულდება. ეს მაქსიმალურად აჩქარებს გაჯანსაღებას და არ ტოვებს უსიამოვნო კოსმეტიკურ დეფექტს პაციენტის სხეულზე.
რეპროდუქტოლოგიასა და გინეკოლოგიაში ენდოსკოპიური მეთოდებიდან ვიყენებთ ლაპაროსკოპიას, ჰისტეროსკოპიასა და ფერტილოსკოპიას. ლაპაროსკოპიის

ფერტილოსკოპია პროცედურაა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საშვილოსნოს მილების გამავლობის დადგენა ტრანსვაგინალურად (საშოს მხრიდან), ასევე მცირე მენჯის ღრუს ორგანოების შეფასება უშვილობის მიზეზის დასადგენად.
ფერტილოსკოპიის მეშვეობით შესაძლებელია მცირე ოპერაციული ჩარევების შესრულება, თუმცა მისი შესაძლებლობები ლაპაროსკოპიასთან შედარებით მკვეთრად შეზღუდულია.
ლაპაროსკოპიული მეთოდი შეუცვლელია ისეთი პათოლოგიების დროს, როგორებიცაა კვერცხსავალი მილების გაუვალობა, შეხორცებითი პროცესები მუცლისა და მენჯის ღრუში, საკვერცხის კისტები, საშვილოსნოს ფიბრომიომა, საკვერცხეების პოლიცისტოზი,  ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს გარე ორსულობა და სხვა.

ლაპაროსკოპიული ოპერაციები:

  • მინიმალურად ტრავმულია;
  • პრაქტიკულად გამორიცხავს ოპერაციის შემდგომ ტკივილებს;
  • ამცირებს ოპერაციის შემდგომ შეხორცებების განვითარების რისკს;
    გამორიცხავს გარეგან კოსმეტიკურ დეფექტებს;

ჰისტეროსკოპია არის სპეციალური ოპტიკური ხელსაწყოს, ჰისტეროსკოპის, საშუალებით საშვილოსნოს ღრუს დათვალიერება საშოს მხრიდან, საშვილოსნოს ყელის გავლით. ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც ლაპაროსკოპიის დროს, ტელევიდეოაპარატურის გამოყენებით გამოსახულება ტელეეკრანზე მიიღება.
ჰისტეროსკოპია ფართოდ გამოიყენება უშვილობის დიაგნოსტიკისთვის. გარდა ამისა, ჰისტეროსკოპის სპეციალური არხის საშუალებით შესაძლებელია საშვილოსნოს ღრუში შესაბამისი ინსტრუმენტების შეყვანა და ისეთი მანიპულაციების წარმოება, როგორიცაა:

  • ენდომეტრიუმის პოლიპის მოკვეთა;
  • უცხო სხეულის (მაგალითად, სპირალის) გამოღება საშვილოსნოდან;
  • საშვილოსნოში არსებული შეხორცებებისა და ძგიდის გაკვეთა;
    სუბმუკოზური კვანძის მოკვეთა და სხვ.

ჰისტეროსკოპიის ჩატარება შესაძლებელია ამბულატორიულადაც, პაციენტი კი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უმოკლეს ხანში უბრუნდება.