ორშაბათი - პარასკევი 9:15 - 18:00

შაბათი 10 - 14

+ 995 597 51 19 13

info@sabakhtarashviliclinic.ge

ლუბლიანას 2/6

დიღომი, თბილისი

შემოგვიერთდით

რა  არის  ERA ტესტი   და  რა შემთხვევაში  შეიძლება  გამოვიყენოთ  ის

რა არის ERA-ტესტი?

  • ERA (Endometrial Receptivity  Analysis ) ტესტი  – წარმოადგენს   ენდომეტრიუმის რეცეფციულობის  შემსწავლელ  გენეტიკური  კვლევის  მეთოდს,  რომლითაც შესაძლოა  განისაზღვროს   საშვილოსნოს  ღრუში  ემბრიონების  გადატანისთვის  ყველაზე  ოპტიმალური პერიოდი, ე.წ. იმპლანტაციის  ფანჯარა

რა არის იმპლანტაციის  ფანჯარა?

  • ეს არის პერიოდი, დრო, როდესაც საშვილოსნოს ღრუს ამომფენი შრე ე.წ.  ენდომეტრიუმი მზად არის  მიიღოს ემბრიონი.
  • იმპლანტაციის ფანჯარა ინდივიდუალურია სხვადახვა პაციენტისთვის, რაც  იმას  ნიშნავს  რომ  ენდომეტრიუმისმიერ  ემბრიონის  მიმაგრების დღეები არ არის  ფიქსირებული/ერთიდაიგივე,  უფრო მეტიც,  საშუალოდ   10 დან  3  პაციენტში  გადანაცვლებულია  და  შეიძლება  იყოს  ადრეული  ან გვიანი.  (Igenomix lubs; Spain)
  • სწორედ ამიტომ, გაჩნდა  ERA-ტესტის გამოყენების საჭროება   –  იგი  სწავლობს  ენდომეტრიუმის  რეცეფციულობას,  კერძოდ რამდენად  მზად არის  იგი ემბრიონის  იმლპანტაციითვის  კონკრეტულ დღეებში და მიღებული  შედეგის  მიხედვით, წინასწარ   იგეგმება ემბიონის  გადატანის დღეები.(Igenomix lubs; Spain)

რა შემთხვევაში ტარდება   ERA-ტესტი?

  • ძირითადად საჭიროებენ ის პაციენტები (RIF), რომელთაც მინიმუმ   2–ჯერ ჩაუტარდათ  მორფოლოგიურად  კარგი ხარისხის  ემბრიონის/ების  გადატანა საშვილოსნოს  ღრუში,  ექოსკოპიური  კვლევით   ნორმალური,  კარგი სტრუქტურის ენდომეტრიუმის ფონზე  და ორსულობა არ შედგა.

რამდენად  ზრდის  ორსულობის დადგენის  ალბათობას    ERA-ტესტი?

  • ERA – ტესტის ჩატარება პაციენტთა მიზნობრივ  ჯგუფში,  ორსულობის შანსს   საშუალოდ 15– 20 % – ით  ზრდის. ( Igenomix lubs; Spain)

თემის ავტორი : რეპროდუქტოლოგი, თსუ-ის დოქტორანტი , ინ ვიტრო განაყოფიერების განყოფილების ხელმძღვანელი – ლელა ირემაძე ლელა ირემაძე