ორშაბათი - პარასკევი 9:15 - 18:00

შაბათი 10:00 - 14:00

0322 22 00 65

info@sabakhtarashviliclinic.ge

ნინო ჯავახიშვილის ქ. 6

დიღომი, თბილისი

შემოგვიერთდით

ზურაბ საბახტარაშვილი

ზურაბ-საბახტარაშვილიმედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი ზურაბ საბახტარაშვილი არის რეპროდუქციული, გინეკოლოგიური და ესთეტიური ენდოკრინოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, რომელსაც თავის მოსწავლეებთან ერთად ეკუთვნის ამ პრობლემებისადმი მიძღვნილი 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.

განსაკუთრებით აღსანიშნავია რეპროდუქტოლოგიისადმი მიძღვნილი სახელმძღვანელოები, რომლებმაც ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს თანამედროვე რეპროდუქციული და გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის განვითარებაში. მათ მიეკუთვნება:

• ინსულინრეზისტენტული მეტაბოლური სინდრომი საკვერცხეების მეორადი პოლიკისტოზით;
• ადრენო-გენიტალური სინდრომი (რბილი ფორმები)/თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის თანდაყოლილი დისფუნქცია;
• ჰიპოთალამური სინდრომი საკვერცხეების მეორადი პოლიკისტოზით;
• დისფუნქციური საშვილოსნოსმიერი სისხლდენები;
• მენსტრუაციისწინა სინდრომი;
• კლიმაქტერული სინდრომი და სხვა.

სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად მისი 40 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება საფუძვლად უდევს კლინიკის სამედიცინო საქმიანობას, როგორც გინეკოლოგიურ და ესთეტიურ ენდოკრინოლოგიაში, ასევე, რაც მეტად მნიშვნელოვანია, უნაყოფო წყვილთა წარმატებულ მკურნალობაში.

 

განათლება:

1952–1962 – ქ.თბილისის №55–ე საშ. სკოლა;
1963–1969 – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სპეციალობით სამკურნალო საქმე;
1970 – სპეციალიზაცია ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ბაზაზე, სპეციალობით ენდოკრინოლოგია;
1976 – დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად, თემაზე „ზრდის ჰორმონი და იმუნორეაქტიული ინსულინი
სქესობრივი მომწიფების პერიოდის ჰიპოთალამური სინდრომის დროს“;
1986 – დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად, თემაზე „პირველადი ჰიპერპროლაქტინემიის სინდრომის კლინიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა“.

 

სერტიფიკატები:

სახელმწიფო სერტიფიკატი ენდოკრინოლოგიის სპეციალობით;
სახელმწიფო სერტიფიკატი რეპროდუქტოლოგიის სპეციალობით;
სახელმწიფო სერტიფიკატი მეან–გინოლოგიის სპეციალობით;
სახელმწიფო სერტიფიკატი ჯანდაცვა და მენეჯმენტის სპეციალობით.

 

სამუშაო გამოცდილება:

1972–2009 – ი. ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტი – ექიმი რეპროდუქტოლოგი;
1972–1982 – ამავე ინსტიტუტის სამეცნიერო–საკონსულტაციო განყოფილების ხელმძღვანელი;
1982–2009 – ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში;
1995–2009 – ამავე ინსტიტუტის რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიის განყოფიელბის ხელმძღვანელი;
სამედიცინო აკადემიის დიპლომის შემდეგომი განათლების რეპროდუქტოლოგიის კათედრის პროფესორი. ი.ჟორდანიას სახ.ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტის ბაზაზე სადისერტაციო საბჭოს წევრი;
2009–დან დღემდე – ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ხელმძღვანელი.

 

განვლილი აქტივობები:

8 საკანდიდატო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი;
ლექციები სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებზე;
2001 წელს გამოცემული პრაქტიკული სახელმძღვანელოს – „რეპროდუქციული ჯანმრთელობა“ – რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიის ნაწილის ავტორი.

 

პრაქტიკული სახელმძღვანელოების ავტორი:

2000წ – კლიმაქტერული სინდრომი;
2004წ – დისფუნქციური საშვილოსნოსმიერი სისხლდენები;
2004წ – ჰერპრსული ინფექციები რეპროდუქციულ კლინიკაში;
2005წ – ჰიპოთალამური სინდრომი საკვერცხეების მეორადი პოლიკისტოზით;
2005წ – ინსულინრეზისტენტული მეტაბოლური სინდრომი საკვერცხეების მეორადი პოლიკისტოზით;
2005წ – ადრენო–გენიტალური სინდრომი (რბილი ფორმა);
2005წ – მენსტრუაციის წინა სინდრომი;
2011წ – კლიმაქტერული სინდრომი.