ორშაბათი - პარასკევი 9:15 - 18:00

შაბათი 10 - 14

+ 995 597 51 19 13

info@sabakhtarashviliclinic.ge

ლუბლიანას 2/6

დიღომი, თბილისი

შემოგვიერთდით

ენდომეტრიოზის ინ ვიტრო განაყოფიერების გამოსავალზე

ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა  >  ენდომეტრიოზის ინ ვიტრო განაყოფიერების გამოსავალზე
  • დიახ. სარწმუნო კვლევებით დასტურდება  ენდომეტრიოზის  უარყოფითი გავლენა ინ ვიტრო  განაყოფიერების  გამოსავალზეც.   ქალები, რომლებსაც  აქვთ  გენიტალური ენდომეტრიოზი,  ხასიათდებიან  დაბალი  ოვარიული რეზერვით, საკვერცხეების სუსტი პასუხით  კონტროლირებად სტიმულაციაზე, დაბალი  ხარისხის  კვერცხუჯრედებით/ემბრიონებით,  ასევე  ,,ღარიბი’’  ენდომეტრიუმით. აღნიშნული  მიზეზები  წარუმატებელი  ინ ვიტრო  განაყოფიერების  მნიშვნელოვან მიზეზებს  წარმოადგენს.

 

შესაძლებელია  თუ არა   ენდომეტრიოზის  მქონე  პაციენტების  წინასწარ  მკურნალობა/მომზადება,  ინ ვიტრო  განაყოფიერებამდე,  შემდგომ  ორსულობის  მიღების შესაძლებლობის  გაზრდის  თვალსაზრისით?

 

-დიახ.  შესაძლებელია. არსებობს  საკვერცხეების, სპეციფიური  სტიმულაციის  სქემები/პროტოკოლები, რომელთა    გამოყენება მნიშნელოვნად ზრდის  ორსულობის სიხშირეს   ენდომეტრიოზის მქონე  უნაყოფო პაციენტებში.

წარმატებული რეპროდუქციული  გამოსავალი, როგორც  ბუნებრივ, ასევე  ინ ვიტრო ციკლებში, ენდომეტრიოზის ადრეული  დიაგნოსტიკა  და დროული ეთიო-პათოგენეზური  მკურნალობაა.

 

_ რა სიმპტომებით უნდა ვიეჭვოთ ენდომეტრიოზის არსებობა?

_ ენდომეტრიოზის დამახასიათებელი სიმპტომებიდან   ყველაზე  პათოგნომური  გახლავთ  მტკივნეული მენსტრუაცია.  მტკივნეული  მენსტრუაციის  შემთხვევათა  60-70 %- ში, ლაპაროსკოპიით და მიღებული მასალის  ჰისტომორფოლოგიური  კვლევით, დასტურდება  გენიტალური ენდომეტრიოზი. ტკივილის ხარისხი არ მიუთითებს ენდომეტრიუმის ხარისხზე, რაც  იმას  ნიშნავს რომ,  მსუბუქი/საშუალო  ხარისხის  მტკივნეული  მენსტრუაციის  უკან შესაძლოა  იყოს  მძიმე ხარისხის ენდომეტრიოზი და  პირიქით.    ტკივილი დამახასიათებელია არამარტო  მენსტრუაციის დროს, არამედ  სქესობრივი  კავშირის (დისპარეუნია), შარდვის (დიზურია), დეფეკაციის (დისჩეზია) დროს, ასევე ახასიათებს მცირე  მენჯის ქრონიკული ხასიათის  ტკივილი.

 

 —როგორ  უნდა დაისვას ენდომეტრიოზის დიაგნოზი?

_ დაავადების წინასწარი დიაგნოზი  კლინიკური სიმპტომატიკისა და  გამოსახულებითი  ტექნოლოგიების  საფუძველზე ისმება. გამოსახულებით ტექნოლოგიებს  შორის   მნიშვნელოვანია  ულტრასონოგრაფია, რომელიც უპირატესად გამოიყენება საკვერცხისმიერი ენდომეტრიოზის დროს,  ასევე  მაგნიტურ რეზონანსული  კვლევა,  რექტოვაგინალური და პერიტონეუმის  ფურცლების  ენდომეტრიოზის (მძიმე ხარისხი)  შემთავევაში.

დაავადების საბოლოო  დიაგნოსტიკის  ოქროს  სტანდარტს  წარმოადგენს დიაგნოსტიკური – სამკურნალო  ლაპაროსკოპია,  რომელიც იძლევა ექტოპიური ენდომეტრიული  ჰეტეროტოპიების  პირდაპირი ვიზუალიზაციისა და  ამ  უბნებიდან  მასალის აღების საშუალებას,   რომელსაც შემდგომში   ჰისტომორფოლოგიურად ვიკვლევთ.

—როგორია  ენდომეტრიოზის  მკურნალობის სტრატეგია

_ ენდომეტრიოზის მკურნალობა  შეიძლება  იყოს  მედიკამენტური, ქირურგიული  და  კომბინირებული. მკურნალობის  მეთოდი ირჩევა დაავადების სიმძიმის  ხარისხის, პაციენტის  რეპროდუქციული ფუნქციის  და რეპროდუქციული პროგნოზის  შეფასების მიხედვით.

 

No Comments

Sorry, the comment form is closed at this time.