ორშაბათი - პარასკევი 9:15 - 18:00

შაბათი 10:00 - 14:00

0322 22 00 65

info@sabakhtarashviliclinic.ge

ნინო ჯავახიშვილის ქ. 6

დიღომი, თბილისი

შემოგვიერთდით

ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკა/მკურნალობა

ენდომეტრიოზი ქრონიკული, მორეციდივე, დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ენდომეტრიული ქსოვილის ჩაზრდა, განვითარება საშილოსნოს ღრუს გარეთ ორგანოებში.

გამოხატულ სიმპტომებს შორის ძირითადია: ძლიერ მტკივნეული მენსტრუაცია, პრემენსტრუაციული ტკივილი, მტკივნეული სქესობრივი აქტი, სისხლიანი გამონადენი საშოდან მენსტრუაციის წინ, უნაყოფობა და სხვ.

დიაგნოსტიკის მეთოდებს შორის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს ლაპაროსკოპია, რომელსაც ახასიათებს სამკურნალო შესაძლებლობაც, რასაც უდიდესი როლი ენიჭება განსაკუთრებით უნაყოფო პაციენტებში. კვლევებით დასტურდება , რომ ენდომეტრიოზით დაავადებულ უნაყოფო ქალებში, ლაპაროსკოპიული ჩარევის შემდგომ, დაორსულობის სიხშირე იზრდება როგორც ბუნებრივ ასევე ინ ვიტრო ციკლებში.

გარდა შვილოსნობისა, მნიშვნელოვანია ენდომეტრიოზით გამოწვეული ძლიერ მტკივნეული მენსტრუაცია, მტკივნეული სქესობრივი აქტი რაც აუარესებს ცხოვრების ხარისხს. რისთვისაც აუცილებელია პაციენტის  დროული და სწორი მკურნალობა.