ორშაბათი - პარასკევი 9:15 - 18:00

შაბათი 10 - 14

+ 995 322 22 00 65

info@sabakhtarashviliclinic.ge

ლუბლიანას 2/6

დიღომი, თბილისი

შემოგვიერთდით

უნაყოფობა

სერვისები

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით უნაყოფობა აღენიშნება წყვილთა 15%-ს

, მათ შორის ქალთა – 45%-ს; მამაკაცთა – 40%-ს; ორივესი ერთდროულად -15%-ს. თავისთავად უნაყოფობა არ წარმოადგენს ერთიანი პათოგენეზის მქონე დაავადებას, არამედ იგი მთელ რიგ პათოლოგიათა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინებაა.

ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის გამომწვევი მიზეზები შეიძლება გაერთიანდეს რამდენიმე ჯგუფად:

1. ფუნქციური (ენდოკრინული)
2. ორგანული
3. იმუნური
4. გენეტიკური
5. უცნობი გენეზის

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, უნაყოფობის მკურნალობის უმთავრესი ამოცანაა მისი გამომწვევი მიზეზის ან მიზეზთა წყობის დადგენა და აქედან გამომავალი მისი ადეკვატური თერაპია. სწორედ ამ პრინციპებზეა დაფუძნებული ჩვენი კლინიკის წარმატებული სამედიცინო საქმიანობა. იმ შემთხვევებში, როდესაც უნაყოფობის კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობა უშედეგოა, გამოიყენება თანამედროვე დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგია – In Vitro განაყოფიერება, რომლის დროსაც კვერცხუჯრედის განაყოფიერება ხდება ორგანიზმის გარეთ, შემდგომში მიღებული ემბრიონის გადატანით საშვილოსნოში. ამ მეთოდის გამოყენებით დღეისათვის მსოფლიოში მილიონზე მეტი ბავშვია დაბადებული.

admin
No Comments

Leave a Reply