ორშაბათი - პარასკევი 9:15 - 18:00

შაბათი 10 - 14

+ 995 322 22 00 65

info@sabakhtarashviliclinic.ge

ლუბლიანას 2/6

დიღომი, თბილისი

შემოგვიერთდით

ია ლომიძის ისტორია

ია ლომიძის ისტორია

ყველა ახალ შეუღლებულ წყვილს ერთი სული აქვს როდის შეემატება ოჯახის მესამე ახალი წევრი.
ჩვენც გამონაკლისს არ წარმოვადგენთ. პირველ წელს გულის ფანცქალით ველოდით ტესტის პასუხს, შემდეგ ექიმს მივმართეთ და სწორედ აქედან დაიწყო დაუსრულებელი 11 წლიანი ტანჯვა.

გამოგიცდიათ შემთხვევა, როდესაც ანალიზების პასუხი შენთვის უკვე გაუგებარ ენაზე აღარ წერია, შეხედავ და ზუსტად იცი რა დროს რა წამალი,ანალიზი დაგჭირდება. დოზის დანიშვნაც კი შეგიძლია შენი თავისთვის. ამ დროს ნანობ რატომ სამედიცინოზე არ ჩააბარე. სულაც არ ყოფილა ისეთი რთული როგორიც თავიდან ჩანდა.თუმცა ამას 11წის შემდეგ ფიქრობ. მანამ კი კლინიკების,ექიმების ცვლა. შენთვის გაუგებარ ენაზე დაწერილი დიაგნოზი,არზა მედიკამენტები,ანალიზები …

დიაგნოზი – თხელი ენდომეტრიუმი,კისტა და ათასი პრობლემა… დამჭირდა ქირურგიული ჩარევაც.
ამ რთული გზის გავლას არავის ვუსურვებ, თუმცა საბოლოო შედეგი სულ გავიწყებს ყველაფერს. დღეს უბედნიერესი დედა ვარ. მე ბუთხუზა მარიამი მყავს.

29 ნოემბერი არასოდეს დამავიწყდება. ტესტი 12 საათისთვის გავიკეთე და დადებითი აჩვენა. წარმოიდგინეთ ჩვენი და ოჯახის წევრების რეაქციები.

უღრმესი მადლობა თქვენ ყველას ამ სიხარულის მონიჭებისთვის. არასოდეს დამავიწყდება პირველი ვიზიტი ,როგორ დადებითად განვეწყე პირველივე დღეს. ექიმების სითბო და გვერდში დგომა.

ყველას გისურვებთ ასეთივე დიდ ბედნიერებას
წარმატებები @Ia Lomidze