ორშაბათი - პარასკევი 9:15 - 18:00

შაბათი 10 - 14

+ 995 597 51 19 13

info@sabakhtarashviliclinic.ge

ლუბლიანას 2/6

დიღომი, თბილისი

შემოგვიერთდით

ქალისა და მამაკაცის უნაყოფობა

> უშვილობაუნაყოფობა – ეს სიტყვები სინონიმებია. ერთი მათგანი პრობლემის სოციალურ მხარეზე მიანიშნებს, მეორე კი მის სამედიცინო არსს გულისხმობს. სამედიცინო კონტექსტში სხვა ტერმინებიც გამოიყენება – ინფერტილობა, სტერილობა. ადამიანისთვის ამ პრობლემასთან ნებისმიერი კუთხით შეხება მეტად მტკივნეულია, რადგან მისი ერთ-ერთი ძირითადი მისია ამქვეყნად თავისივე მსგავსის შექმნა და მასში ცხოვრების გაგრძელებაა.
უნაყოფობა პირველადია, თუ ქალი არასდროს ყოფილა ორსულად. მეორადია – თუ პრობლემურია განმეორებითი დაორსულება ქალისთვის, რომელასაც შვილი (ან შვილები) უკვე ყავს, ან ორსულდება, მაგრამ ვადამდელ ცოცხალმშობიარობამდე საქმე ვერ მიდის.
განაყოფიერება-ჩასახვისა და ორსულობის უნარი ბუნების საოცრებაა. ამ მეტად საინტერესო პროცესში მონაწილეობენ ქალიც და მამაკაციც. ბუნებრივია, ამ ჯაჭვში გაჩენილი მცირედი დისონანსიც კი პრობლემას წარმოშობს და შესაძლოა უნაყოფობის მიზეზად მოგვევლინოს. ვრცლად>>

 

> უნაყოფობის დიაგნოსტირება და მკურნალობა რთულია. თუ გარკვეული პერიოდის შემდეგ სასურველი შედეგი ვერ მიიღწა ან გამოიკვეთა განსაკუთრებული მიზეზი ან სიტუაცია, რომელიც ტრადიციული მართვით არ ხერხდება, მიმართავენ ე.წ. დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს (ART). არის ARTდა “ინ ვიტრო” განაყოფიერება ერთი და იგივე რამ?  ვრცლად >>