ორშაბათი - პარასკევი 9:15 - 18:00

შაბათი 10 - 14

+ 995 322 22 00 65

info@sabakhtarashviliclinic.ge

ლუბლიანას 2/6

დიღომი, თბილისი

შემოგვიერთდით

ქირურგია

ენდოსკოპიური ქირურგია _ უშვილობის დიაგნოსტიკისა და გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ოქროს სტანდარტი

უშვილობის პრობლემა ქართული საზოგადოებისთვის განსაკუთრებით აქტუალურად გახდა. ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე,  უშვილობის პრობლემებთან დაკავშირებულ  პროექტებს სახელმწიფოს მხრიდან მეტი მხარდაჭერა რომ უნდა ჰქონდეს, ეს უკვე იქცა  ექსპერტთა განსჯის თემად.  საბედნიეროდ, საქართველოში არის  კლინიკები სადაც  უშვილობის პრობლემის გადაწყვეტა თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების მეშვეობით წარმატებით  ხდება.  ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუციული კლინიკა ერთ-ერთი  წარმატებულია მათ  შორის.  კლინიკა ასევე მუშაობს ინვიტრო განაყოფიერების მაღალ ტექნოლოგიურ  და   ენდოსკოპიურ მეთოდებზე,  რაც უშვილობის პრობლემის მოგვარებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის დირექტორი,  საქართველოს გინეკოლოგ-ენდოსკოპისტთა  ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი არსენ გვენეტაძე ოც წელიწადზე მეტია  ენდოსკოპიურ ქირურგიაში მუშაობს. ის კოლეგებთან ერთად საქართველოში ამ დარგის ფუძემდებელია.  ბატონი  არსენი ახლახან  დაბრუნდა შოტლანდიიდა,  სადაც ის მიწვეული იყო ენდოსკოპიური ქირურგიის ევროპის   წამყვან პროფესორებთან ერთად. ბატონ არსენს  ენდოსკოპიური ქირურგიის ამოუწურავ შესაძლებლობებზე სასაუბროდ ვესტუმრეთ.

ვრცლად

ენდოსკოპიური ქირურგია რეპროდუქტოლოგიასა და გინეკოლოგიაში

ენდოსკოპია – ეს  არის  თანამედროვე,  პრაქტიკულად  ამოუწურავი  შესაძლებლობა  რეპროდუქციული  და  გინეკოლოგიური  დაავადებების  ეფექტური  ქირურგიული  მკურნალობისთვის.

ამ  მეთოდით  შესაძლებელია  პრაქტიკულად  ყველა  ოპერაციის  შესრულება,  რომელიც  ტარდება  ტრადიციული  განაკვეთით,  ანუ  ლაპაროტომიული  წესით.  ის  გამოიყენება  ისეთი  დაავადებების  სადიაგნოსტიკოდ  და  სამკურნალოდ,  როგორებიცაა: კვერცხსავალი  მილების  გაუვალობა, შეხორცებითი  პროცესი  მუცლისა  და  მენჯის  ღრუში, საშვილოსნოსგარე  ორსულობა, საკვერცხის ცისტები, ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს  ფიბრომიომა, საკვერცხეების  პოლიცისტოზი,  გაურკვეველი  გენეზის  ტკივილი  მენჯის  ღრუში, ენდომეტრიუმის  პოლიპი, სისხლდენები  საშვილოსნოს  ღრუდან და  სხვა.

მეთოდი  საშუალებას  იძლევა,  მაქსიმალურად  შემცირდეს  გაჯანსაღების  ვადები  და  არ  დარჩეს    კოსმეტიკური  დეფექტი  პაციენტის  სხეულზე.  მსოფლიოს  წამყვან  კლინიკებში  გინეკოლოგიურ  ოპერაციათა  80%-ზე  მეტი  ენდოსკოპიური  მეთოდით  სრულდება.

ენდოსკოპიური  ქირურგია  ჩვენი კლინიკის  საქმიანობის  ერთ–ერთი  მნიშვნელოვანი  მიმართულებაა.

 

თანამედროვე ტექნოლოგიები უშვილობისა და სხვა გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ

ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციულ   კლინიკას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. წარმატებულ სამედიცინო საქმიანობასთან ერთად კლინიკა პაციენტებისადმი გამორჩეულად გულისხმიერი, ინდივიდუალური დამოკიდებულებითაც არის ცნობილი.   მრავალფეროვანია კლინიკის საქმიანობის სპექტრი: ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა,  ინ ვიტრო განაყოფიერება, გინეკოლოგიური და  ესთეტიკური ენდოკრინოლოგია (ჭარბთმიანობა, ჭარბცხიმიანობა-გამონაყარი, ჭარბი წონა – სიმსუქნე)ნეიროენდოკრინოლოგია (კლიმაქტერული სინდრომი, მენსტრუაციისწინა სინდრომი),  კონსერვატიული გინეკოლოგია, ოპერაციული გინეკოლოგია (ლაპაროსკოპია, ჰისტეროსკოპია, ფერტილოსკოპია ლაპარატომია)
კლინიკის დამაარსებელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი  ბატონი ზურაბ საბახტარაშვილი  არის გინეკოლოგიური, რეპროდუქციული და ესთეტიკური ენდოკრინოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, მას ამ პრობლემებისადმი ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და სახელმძღვანელო აქვს მიძღვნილი. ბატონ ზურაბთან ერთად  კლინიკას სათავეში უდგას მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ენდოსკოპიური ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს გინეკოლოგ-ენდოსკოპისტთა  ასოციაციის პრეზიდენტი  თსუ-ს პროფესორი  არსენ გვენეტაძე. მათი ხელმძღვანელობით  კლინიკაში მუშაობს პროფესიონალ ექიმთა გუნდი და მუდმივად ინერგება ის თანამედროვე  სამედიცინო  ტექნოლოგიები, რასაც დღევანდელი რეალობა უყენებს სამედიცინო სექტორს.
ზურაბ საბახტარაშვილი: ჩვენთან დანერგილია ის მეთოდები, რაც დღეს მსოფლიოს წამყვან კლინიკებშია მიღებული.  ამას ემატება ჩვენი დიდი გამოცდილება და ცოდნა, რომელიც შეიძლება მხოლოდ წლების განმავლობაში დაგროვდეს.  კლინიკის საქმიანობა   მისი დაარსებისთანავე  ორიენტირებული იყო ქალისა და მამაკაცის უშვილობის მოგვარებასა და სხვადასხვა გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობაზე,  მაგრამ ბოლო წლებში მას დაემატა ქირურგიული განყოფილების სრული სპექტრი  და ხელოვნური ფერტილიზაციის ყველაზე თანამედროვე მეთოდი, ინ ვიტრო განაყოფიერება. გარდა უშვილობის თერაპიისა ჩვენი კლინიკის მნიშვნელოვან მიმართულებებს წარმოადგენს ესთეტიური, ნეირო და გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია, შესაბამისად, ჩვენი კლინიკას შეუძლია მომართოს ნებისმიერმა ქალბატონმა   რომელსაც აწუხებს ჭარბთმიანობა სახესა და სხეულზე, კანისა და თმის ჭარბცხიმიანობა,  ჩირქოვანი გამონაყარი სახეზე (აკნე), ჭარბი წონა და სიმსუქნე, საშვილოსნოსმიერი სისხლდენები, მენსტრუაციისწინა ან  კლიმაქტერული სინდრომი.   პრაქტიკამ ცხადყო, რომ  ზემოთ ჩამოთვლილი  ბევრი პრობლემა, რაც შეიძლება დღეს აწუხებდეს მოზარდს ან ახალგაზრდა ქალს, შესაძლოა წლების შემდეგ უშვილობასთან აღმოჩნდეს დაკავშირებული.
_ ბატონო ზურაბ,  როდის ისმევა უნაყოფობის  დიაგნოზი და   რა დროს  უნდა მიმართოს წყვილმა ექიმს  ამ პრობლემის გადასაწყვეტად?
_ უნაყოფობის დიაგნოზი ისმევა მაშინ, როდესაც  არ დგება ორსულობა   წყვილთან,  12 თვიანი  დაუცველი სქესობრივი ცხოვრების შემდეგ.  იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე  არსებობს  წინმსწრები მდგომარეობები: მენსტრუალური ციკლის დარღვევა, მცირე მენჯის ღრუს ანთებითი დაავადება, კრიპტორქიზმი ან ქალის ასაკი აღემატება 35 წელს, რეკომენდირებულია წყვილმა ექიმს მიმართოს და  გამოკვლევა  ჩატარდეს 6 თვიანი სქესობრივი თანაცხოვრების შემდეგ.
უნაყოფობის ადექვატური და წარმატებული მკურნალობისთვის პირველ რიგში აუცილებელია  უნაყოფობის  მიზეზთა წყობის დადგენა.   სრულფასოვნად უნდა შეფასდეს მენსტრუაციული ციკლი, საკვერცხის რეზერვი, ჰორმონალური სტატუსი. ულტრასონოგრაფიულად განისაზღვროს ფოლიკულის და ენდომეტრიუმის მომწიფების თვისებურებები, მოხდეს მილების გამავლობის და საშვილოსნოს  ღრუს შეფასება, როგორც რენტგენოლოგიური, ასევე თანამედროვე ენდოსკოპიური მეთოდების დახმარებით (ლაპარასკოპია, ფერტილოსკოპია, ჰისტეროსკოპია); განისაზღვროს იმუნოლოგიური უნაყოფობის მარკერები და სპერმის ანალიზი. ეს არის ის ძირითადი კვლევები, რასაც ეფუძნება ჩვენი კლინიკის წარმატებული საქმიანობა.
ყველა დარღვეული პარამეტრის გაწონასწორების შემდგომ,  იმ შემთხვევებში, როცა კვლავ არ დგება ორსულობა, კონსერვატიული და ქირურგიული მეთოდების დახმარებით გამოიყენება თანამედროვე დამხმარე რეპროდუქციული მეთოდი ინ ვიტრო განაყოფიერება.  ამ მეთოდით დღეისთვის მსოფლიოში მილიონზე   მეტი ბავშვია დაბადებული, რომელთა ჯანმრთელობა არაფრით  განსხვავდება პოპულაციური მონაცემებისგან.

 

არსენ გვენეტაძე: დღეს მედიცინა თანამედროვე ტექნოლოგიების ყოველდღიური გამოყენების გარეშე, წარმოუდგენელია რომ წარმატებული იყოს

მე, როგორც გინეკოლოგ-ლაპარასკოპისტთა ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი პრეზიდენტი,  რა თქმა უნდა ვფლობ ინფორმაციას საქართველოში ლაპაროსკოპიული ოპერაციების განვითარების და დონის შესახებ.  ახლა, როცა  ვიხსენებ იმ წლებს, როდესაც ჩვენ პირველად ლაპაროსკოპიული ოპერაციების გაკეთება დავიწყეთ,  ჩემთვის ნათელია  ის პროგრესი, რაც ამ მიმართულებამ განიცადა.   1992 წელს, ჩვენი ჯგუფის და  პირადად ჩემ  მიერ ჩატარდა პირველი ლაპაროსკოპიული ოპერაცია,  ტელევიდეო აპარატურის  გამოყენებით. მე დღემდე მახსოვს პირველი პაციენტი, რომელსაც  გავუკეთეთ გინეკოლოგიური ოპერაცია, მას  ჰქონდა უშვილობის პრობლემა საკვერცხის კისტის, ენდომეტრიოზის და შეხორცებების გამო.  ამ პრობლემების მოგვარების შემდეგ ქალბატონი  ძალიან სწრაფად დაორსულდა, რაც უდიდესი სიხარული იყო ჩვენთვის.  ამ წლებში მეთოდები და ტექნოლოგიები გარკვეულწილად დაიხვეწა და გაუმჯობესდა, მაგრამ კარდინალური ცვლილება ამ ნაწილში არ მომხდარა. 1993  წელს როდესაც ჩემს მიერ გაკეთებული ოპერაციების ვიდეო კოლაჟი გავაგზავნეთ სან ფრანცისკოში, კონფერენციაზე, იქიდან მე და ჩემს მეგობარს მოგვივიდა პირადი მოწვევის წერილი  ჩვენი ამერიკელი კოლეგებისგან, რომლებიც აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.  მათ საერთოდ არ ჰქონდათ გაგონილი საქართველო და ფირზე, საკუთარი თვალით ნახეს, რომ ჩვენთან ზუსტად ისეთივე ოპერაცები კეთდებოდა თურმე, როგორიც ამერიკის და ევროპის წამყვან  კლინიკებში.  მათთვის ეს   წარმოუდგენელი იყო.  90- იან  წლებში, ამერიკელებთან ერთად     რამდენიმე წელი მომიწია მუშაობა  ექიმ-კონსულტანტად, მსოფლიოს შვიდი  სხვადასხვა ქვეყნის კლინიკაში   ლაპაროსკოპიული ტექნოლოგიების დანერგვაზე.  ამას წინ უძღოდა სტაჟირება, რომელიც გავიარეთ  ამერიკის, საფრანგეთის და რუსეთის  კლინკებში.  მას შემდეგ 20 წელი  გავიდა და მინდა გითხრათ, რომ  სამედიცინო დეტალები რა თქმა უნდა დაიხვეწა, ლაპაროსკოპია გახდა უფრო   სრულფასოვანი მეთოდი  ყველა გინეკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ.  დღეს,  როდესაც ჩემს  პროფესიულ ისტორიაში უკვე  რამდენიმე ათასი ასეთი  ოპერაციია შესრულებული, შემიძლის ვთქვა,  რომ ტექნოლოგია თავისი არსით ნამდვილად რომ უნიკალურია.  ჩემი როგორც ლაპარასკოპისთა ასოციაციის პრეზიდენტის ერთ-ერთი  მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტ კლინიკაში ყოფილიყო შესაძლებელი ლაპაროსკოპიული  ოპერაციების გაკეთება,  მასიურად გავრცელებული გინეკოლოგიური დაავადებების დროს.  ეს  დღეს უკვე რეალობა და ის, რომ  ახალგაზრდა ქალბატონებს აქვთ საშუალება გინეკოლოგიური პრობლემების მოგვარების დროს  განთავისუფლდნენ  ქირურგიული  გაჭრის და კვეთისგან,  ჩემი და ჩემი კოლეგების  დამსახურებაც არის.  მახარებს ის ფაქტი, რომ  დღეს  ჩვენი ქვეყანა ამ ხედვით ნამდვილად მიეკუთვნება ევროპული ქვეყნების რიგს, სადაც ლაპაროსკოპიული ტექნოლოგიები გინეკოლოგიაში სრულფასოვნად არის ათვისებული.  ჩვენთან, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში  გახსნილია ბევრი თანამედროვე კლინიკა, სადაც ლაპარასკოპიული ოპერაციები მაღალ დონეზე ტარდება. მაგალითისთვის  ჩვენს კლინიკას მოვიყვან,   სადაც რეპროდუქტოლოგიაში, უშვილობის სადიაგნოსტიკოდ, ენდოსკოპიური ტექნოლოგიები  სრულფასოვნად არის დანერგილი  და ათვისებული, ოპერაციათა  90%-ზე მეტი კეთდება ლაპაროსკოპიული და  ჰისტეროსკოპიული მეთოდით.  ლაპაროსკოპიული მეთოდი შეუცვლელია ისეთი პათოლოგიების დროს, როგორებიცაა კვერცხსავალი მილების გაუვალობა, შეხორცებითი პროცესები მუცლისა და მენჯის ღრუში, საკვერცხის კისტები, საშვილოსნოს ფიბრომიომა, საკვერცხეების პოლიცისტოზი,  ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს გარე ორსულობა და სხვა,  მათ შორის საშვილოსნოს მთლიანი ამოკვეთა.  ამ ყველაფრის მიუხედავად,  არსებობს ისეთი პათოლოგიები, რომელთა დროსაც დღემდე  აქტუალური რჩება ტრადიციული ქირურგიული ოპერაციები.
_  ბატონო არსენ,  თქვენ  ახლახანს ბრძანდებოდით პარიზში, ევროპის გინეკოლოგ-ენდოსკოპისტთა ასოციაციის საერთაშორისო კონგრესზე. რა სიახლეებით და შთაბეჭდილებებით  დაბრუნდით კონგრესიდან?
_ პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ კონგრესი ორგანიზებული იყო ჩვენი  გინეკოლოგ-ენდოსკოპისტთა ასოციაციის მიერ,  პირდად მე ამ ასოციაციის წევრი გახლავართ 2000 წლიდან,  ხოლო საქართველოს -გინეკოლოგ- ენდოსკოპისტთა ასოციაცია, რომლის დამფუძნებელიც გახლავართ ამ ანსამბლეის წევრი გახდა  2005 წლიდან.   ევროპულ ასოციაციასთან ინტეგრირების დასტურად გამოდგება ისიც, რომ კონგრესის ფარგლებში ერთი  სესია მთლიანად დაეთმო  საქართველოს გინეკოლოგ-ენდოსკოპისტთა ასოციაციას. კონგრესზე  მოხდა ყველა იმ თანამედროვე ხედვის განხილვა, რაც მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის დაწყებული უშვილობიდან დამთავრებული ყველა გინეკოლოგიური ქირურგიული პრობლემით, რაც შესაძლოა მოგვარდეს ლაპაროსკოპიული და ჰისტეროსკოპიული ტექნიკის გამოყენებით.    მნიშვნელოვანი იყო  ის, რომ პროფესორ არნო ვატიეს ძირითადი ლექცია, რომელსაც ძალიან ბევრი ქვეყნის ცნობილი ქირურგი ესწრებოდა  ეძღვნებოდა თემას, რომ   ლაპაროსკოპია, რომელიც არის  თანამედროვე მეთოდოლოგია   სხვა ქირურგიულ მეთოდებთან შედარებით ყველაზე უფრო  მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ის იძლევა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების  საშუალებას. მცირე ტკივილი, მინიმალური დისკომფორტი და პრაქტიკულად ყველაზე მაღალი პროცენტით ჯანმრთელობის აღდგენა და შენარჩუნება _ ეს იყო  მთავარი მესიჯი, სხვადასხვა ინოვაციებთან ერთად, რომელთა წარდგენაც მოხდა კონგრესის მიმდინარეობის დროს.

კლინიკის ყველაზე კარგი რეკლამა მადლიერი პაციენტია, ასეთი კი ამ კლინიკას მრავლად ჰყავს, აქ  ძალიან ბევრი წყვილი ეზიარა შვილის დაბადების  დიდი ბედნიერებას, თუმცა ამჯერად მკითხველის ყურადღებას ერთ ისტორიაზე შევაჩერებთ. ეს ისტორია თბილისში რამდენიმე თვის წინ გახმაურდა. ცოლ-ქმარმა, რომელა ვინაობასაც თემის დელიკატურობის  გამო არ ვასახელებთ და რომელთაც  სამი შვილი და ორი  შვილიშვილი ჰყავთ, სასურველი მემკვიდრის, ვაჟის    გასაჩენად ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა აირჩიეს.  ქალბატონს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო (მილები ჰქონდა ამოკვეთილი) ბუნებრივად აღარ შეეძლო დაორსულება. მას ჩაუტარდა ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურა. ეს კლინიკისთვის ერთ-ერთი პირველი წარმატებული ინ ვიტრო განაყოფიერება იყო. როგორი  იყო  შედეგი? ქალბატონი დაორსულდა და სულ რამდენიმე თვეში ის ორი ტყუპის დედა გახდება, რომელთაგან ერთ-ერთი  ოჯახისთვის  საოცნებო მემკვიდრეა. ეს ისტორია  კლინიკისთვის  გახდა   დიდი სტიმული.   პირველ ხელოვნურ განაყოფიერებას მოჰყვა მეორე, მესამე წარმატებული პროცედურები,  მოკლე პერიოდში   დადგა   ტყუპზე ორსულობის კიდეც ერთი შემთხვევა. კლინიკას  უშვილობის  კონსერვატიული  მეთოდებით მკურნალობის შედეგად  ყოველთვიურად  10 -14   ორსული ჰყავს, რაც ურიგო რეზულტატი ნამდვილად არ არის, თუმცა კლინიკისთვის   სტატისტიკა  ბევრს არაფერს ნიშნავს. აქ ყველაზე  მთავარი და მნიშვნელოვანი  პაციენტია. გამოცდილი პროფესიონალების მთელი  გუნდი აქ მხოლოდ მათთვის   მუშაობს!

 

უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ოქროს სტანდარტი

მედიცინის თანამედროვე მიღწევები უნაყოფობის პრობლემის დაძლევას უფრო და უფრო აადვილებს. უშვილობის დიაგნოსტიკისთვის და მისი გამომწვევი რეპროდუქციული თუ გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ ფასდაუდებელი მეთოდია ენდოსკოპიური ქირურგია.
ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის დირექტორი, საქართველოს გინეკოლოგ-ენდოსკოპისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, თსუ-ის პროფესორი არსენ გვენეტაძე ოც წელიწადზე მეტია, ენდოსკოპიურ ქირურგიაში მუშაობს. ის, კოლეგებთან ერთად, ამ დარგის ერთ-ერთი ფუძემდებელია საქართველოში. პირველი გინეკოლოგიური ლაპაროსკოპიული ოპერაცია ტელევიდეოაპარატურის გამოყენებით 1992 წელს სწორედ მან ჩაატარა.
ბატონ არსენს ენდოსკოპიური ქირურგიის შესაძლებლობებზე სასაუბროდ ვესტუმრეთ.

– ბატონო არსენ, რა მნიშვნელობა აქვს ენდოსკოპიას გინეკოლოგიაში?
– დღეს ენდოსკოპია იძლევა პრაქტიკულად ამოუწურავ შესაძლებლობას რეპროდუქციული და გინეკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და ეფექტური ქირურგიული მკურნალობისთვის. მსოფლიოს წამყვან კლინიკებში ოპერაციათა 90%-ზე მეტი ენდოსკოპიური მეთოდებით სრულდება. ეს მაქსიმალურად აჩქარებს გაჯანსაღებას და არ ტოვებს უსიამოვნო კოსმეტიკურ დეფექტს პაციენტის სხეულზე.
რეპროდუქტოლოგიასა და გინეკოლოგიაში ენდოსკოპიური მეთოდებიდან ვიყენებთ ლაპაროსკოპიას, ჰისტეროსკოპიასა და ფერტილოსკოპიას. ლაპაროსკოპიის შემთხვევაში ოპერაცია ტარდება მუცლის ღრუს გაუხსნელად, ოპტიკური ხელსაწყოს – ლაპაროსკოპის, ტელევიდეოაპარატურისა და სპეციალური ინსტრუმენტების მეშვეობით. ამ დროს მუცლის წინა კედელზე კეთდება მხოლოდ 0.5 და 1 სმ ზომის 3 ნაჩხვლეტი, მაშინ როდესაც ლაპაროტომიის ანუ ჩვეულებრივი, ღია წესით ოპერაციის დროს 20 სმ-მდე სიგრძის განაკვეთია საჭირო. მცირე ზომის ნახვრეტები არ იწვევს კუნთოვანი ქსოვილის ტრავმირებას, ამიტომ პაციენტი ოპერაციის შემდეგ გაცილებით ნაკლებ ტკივილს განიცდის და, ჩვეულებრივ, ძალიან მალე უბრუნდება ცხოვრების რიტმს.
– ტექნიკურად როგორ ტარდება ლაპაროსკოპიული ოპერაცია?
– ჯერ მუცლის წინა კედელი იჩვრიტება სპეციალური მილის – ტროაკარის საშუალებით, შემდეგ ამ ნაჩვრეტიდან მუცლის ღრუში შეგვყავს ლაპაროსკოპი. ლაპაროსკოპთან მიერთებულია სინათლის წყარო და ვიდეოკამერა, საიდანაც გამოსახულება ვიდეომონიტორს გადაეცემა. დამატებითი ტროაკარების საშუალებით მუცელში შეგვყავს სპეციალური ქირურგიული ინსტრუმენტები – მაკრატელი, დანა, დამჭერები და სხვა. ქირურგი ოპერაციას აწარმოებს ვიდეომონიტორის ეკრანზე კონტროლის თანხლებით, ამდენად, შესაძლებელია ოპერაციის ვიდეოფირზე ჩაწერა.
ოპერაცია სრულდება ენდოტრაქეული ანუ ზოგადი ნარკოზის ქვეშ და მისი ხანგრძლივობა ჩვეულებრივი ოპერაციებისას არ აღემატება. როგორც წესი, ოპერაციის მეორე დღიდან პაციენტი თავისუფლად დადის, მას არ აწუხებს ლაპაროტომიული ჭრილობისთვის დამახასითებელი ტკივილი და შეიძლება კლინიკიდან მისი გაწერა. შრომისუნარიანობის აღსადგენად სავსებით საკმარისია 1 კვირა, ნაცვლად 2-3 კვირისა, რაც საჭიროა ტრადიციული ქირურგიული ჩარევის შემდეგ.
ლაპაროსკოპიული ოპერაციები:
. მინიმალურად ტრავმულია;
. საგრძნობლად ამცირებს ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობას და აჩქარებს გაჯანსაღებას;
.     პრაქტიკულად გამორიცხავს ოპერაციის შემდგომ ტკივილებს;
. ძალზე ამცირებს ოპერაციის შემდგომ შეხორცებების განვითარების რისკს;
. გამორიცხავს გარეგან კოსმეტიკურ დეფექტებს;
. იძლევა ისეთი დაავადებების აღმოჩენისა და მკურნალობის შესაძლებლობას, რომელთა მიმართ ლაპაროტომიული მიდგომა არ გამოიყენება (მაგალითად, უშვილობის გამომწვევი პათოლოგიები, შეხორცებითი პროცესი, გენიტალური ენდომეტრიოზი და სხვა ).
– რა სახის ოპერაციების ჩატარებაა შესაძლებელი ლაპაროსკოპიული მეთოდის საშუალებით?
– ლაპაროსკოპიის შესაძლებლობლები რეპროდუქტოლოგიასა და გინეკოლოგიაში განუსაზღვრელია. ამ მეთოდით შესაძლებელია პრაქტიკულად ყველა იმ ოპერაციის ჩატარება, რომელიც კი ტარდება ტრადიციული განაკვეთით ანუ ლაპაროტომიული წესით. ის გამოიყენება ისეთი დაავადებების სადიაგნოსტიკოდ და სამკურნალოდ, როგორებიცაა:
. უნაყოფობა (ორწლიანი და უფრო ხანგრძლივი უნაყოფობა ლაპაროსკოპიის პირდაპირი ჩვენებაა);
. საკვერცხის კისტები (ფოლიკულური, ენდომეტრიული, დერმოიდული და სხვა);
. ენდომეტრიოზი (რომელიც უნაყოფობის ერთ -ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია);
. საკვერცხეების პოლიკისტოზი;
. კვერცხსავალი მილების გაუვალობა, შეხორცებითი პროცესი მუცლისა და მენჯის ღრუში.
– რა არის ენდომეტრიოზი და რატომ იქცევა ასე ხშირად უნაყოფობის მიზეზად?
– ენდომეტრიოზი ქრონიკული, მორეციდივე ჰორმონდამოკიდებული დაავადებაა, რომლის დროსაც ენდომეტრიული ჯირკვლები ჩაიზრდება და ვითარდება საშვილოსნოს ღრუს გარეთ, სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილში. ის აქვს რეპროდუქციული ასაკის ქალთა 10-15%-ს და უნაყოფო ქალთა 25-35%-ს. გასათვალისწინებელია, რომ ენდომეტრიოზი არცთუ იშვიათად სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
ენდომეტრიოზის დროს უნაყოფობის უშუალო მიზეზი შეიძლება იყოს:
. შეხორცებითი პროცესი მცირე მენჯის ღრუში;
. ოვულაციის (კვერცხუჯრედის მომწიფების) დათრგუნვა;
. საშვილსონოს ღრუში განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრების შეფერხება.
ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ოქროს სტანდარტს სწორედ ლაპაროსკოპია წარმოადგენს. განსაკუთრებით დიდია მისი როლი უსიმპტომოდ მიმდინარე ენდომეტრიოზის დადგენაში, რომლის გამოვლენა მხოლოდ ლაპაროსკოპიის საშუალებით არის შესაძლებელი.
გავიხსენებ ჩვენი კლინიკის ერთ-ერთი პაციენტის ისტორიას. მან 7 წლის პირველადი უნაყოფობის პრობლემით 2012 წლის ოქტომბერში მოგვმართა. როგორც მოგახსენეთ, ეს ლაპაროსკოპიის პირდაპირი ჩვენებაა, ამიტომ პაციენტს ჩაუტარდა სამკურნალო-სადიაგნოსტიკო ლაპაროსკოპია. ინტრაოპერაციულად დადგინდა მცირე მენჯის ღრუს ენდომეტრიოზი, ჩატარდა ენდომეტრიული კერების ელექტროკოაგულაცია, რაც ამ დაავადების მკურნალობის ეფექტურ მეთოდს წარმოადგენს. პაციენტი ამ პროცედურიდან 4 კვირის შემდეგ დაორსულდა. ამჟამად იგი 13-14 კვირის ორსულია.
ლაპაროსკოპიის მნიშვნელობასა და ეფექტიანობას მოწმობს მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებული მრავალრიცხოვანი კვლევა.
– ბატონო არსენ, საუბრის დასაწყისში ჰისტეროსკოპია და ფერტილოსკოპიაც ახსენეთ. რას წარმოადგენს ეს მეთოდები და რა დანიშნულებით იყენებენ მათ?
– ჰისტეროსკოპია არის სპეციალური ოპტიკური ხელსაწყოს, ჰისტეროსკოპის, საშუალებით საშვილოსნოს ღრუს დათვალიერება საშოს მხრიდან, საშვილოსნოს ყელის გავლით. ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც ლაპაროსკოპიის დროს, ტელევიდეოაპარატურის გამოყენებით გამოსახულება ტელეეკრანზე მიიღება.
ჰისტეროსკოპია ფართოდ გამოიყენება უშვილობის დიაგნოსტიკისთვის. გარდა ამისა, ჰისტეროსკოპის სპეციალური არხის საშუალებით შესაძლებელია საშვილოსნოს ღრუში შესაბამისი ინსტრუმენტების შეყვანა და ისეთი მანიპულაციების წარმოება, როგორიცაა:
.   ენდომეტრიუმის პოლიპის მოკვეთა;
. უცხო სხეულის (მაგალითად, სპირალის) გამოღება საშვილოსნოდან;
. საშვილოსნოში არსებული შეხორცებებისა და ძგიდის გაკვეთა;
. სუბმუკოზური კვანძის მოკვეთა და სხვ.
ჰისტეროსკოპიის ჩატარება შესაძლებელია ამბულატორიულადაც, პაციენტი კი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უმოკლეს ხანში უბრუნდება.
ჰისტეროსკოპია როგორც საშვილოსნოს ღრუს პათოლოგიების სადიაგნოსტიკო მეთოდი ფართოდ გამოიყენება თანამედროვე გინეკოლოგიურ პრაქტიკაში. განსაკუთრებით დიდია მისი როლი უნაყოფობის დიაგნოსტიკაში. იგი პირდაპირაა ნაჩვენები მათთვის, ვინც უკვე ორი და მეტი წარუმატებელი ხელოვნური განაყოფიერება გადაიტანა.
ჰისტეროსკოპია აუცილებელი სამკურნალო პროცედურაა საშვილოსნოს ღრუს საეჭვო და დიაგნოსტირებული პათოლოგიების დროს. პაციენტი იმავე დღეს ტოვებს კლინიკას, რაც მეტად მნიშვნელოვანია.
ფერტილოსკოპია კი პროცედურაა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საშვილოსნოს მილების გამავლობის დადგენა ტრანსვაგინალურად (საშოს მხრიდან), ასევე მცირე მენჯის ღრუს ორგანოების შეფასება უშვილობის მიზეზის დასადგენად.
ფერტილოსკოპია გულისხმობს სადიაგნოსტიკო ჰისტეროკოპიის ჩატარებას, რომლის მეშვეობითაც ვათვალიერებთ საშვილოსნოს ღრუს.
ფერტილოსკოპიის მეშვეობით შესაძლებელია მცირე ოპერაციული ჩარევების შესრულება, თუმცა მისი შესაძლებლობები ლაპაროსკოპიასთან შედარებით მკვეთრად შეზღუდულია.
– ერთ-ერთ ტელეგადაცემაში სიმულტანური ოპერაციების შესახებაც საუბრობდით. რა არის ამ ოპერაციების არსი და უპირატესობა?
– დიახ, ჩვენს კლინიკაში სიმულტანური ოპერაციებიც ტარდება. ეს არის ორგანოთა სხვადასხვა სისტემებზე ერთდროული ოპერაციული ჩარევა. ბუნებრივია, ჩვენი კლინიკის საქმიანობა უმთავრესად რეპროდუქციულ სფეროსა და გინეკოლოგიურ პათოლოგიებს მოიცავს, მაგრამ, თანამედროვე სამედიცინო ხედვით, შესაძლებელია, პაციენტს ლაპაროსკოპიული მეთოდით ერთდროულად ჩაუტარდეს როგორც საკვერცხის კისტის, მიომისა და ენდომეტრიოზის ოპერაცია, ასევე მცირე ინვაზიური ჩარევა სარძევე და ფარისებრი ჯირკვლის ან ნაღველკენჭოვან დაავადებებთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად. ეს ოპერაციები სავსებით თავსებადია და შესაძლებელია, ქალი ერთდროულად ორი დაავადებისგან განვკურნოთ ერთჯერადი ნარკოზით, ერთი და იმავე წინასაოპერაციო კვლევის პირობებში. ამრიგად, სიმულტანურ ოპერაციებს რამდენიმე უპირატესობა აქვს:
. ხარჯეფექტური ანუ ფინანსურად მომგებიანია;
. გვაზოგვინებს დროს და ამსუბუქებს იმ ემოციურ სტრესს, რომელსაც ნებისმიერი ოპერაციის დროს განიცდის ყველა პაციენტი.
დღევანდელი მედიცინის მიზანია, შეუნარჩუნოს პაციენტს ჯანმრთელობა, დაეხმაროს მას შვილოსნობის აღდგენაში, თუ ასეთი პრობლემა დგას, და გააკეთოს ეს მინიმალური ფიზიკური თუ ემოციური ჩარევით, რის საშუალებასაც სწორედ თანამედროვე ენდოსკოპიური ტექნოლოგია იძლევა.

სიმულტანური ოპერაციები

ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა საზოგადოებისთვის  რეპროდუქციული და სხვადასხვა გინკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წარმატებული საქმიანობით არის ცნობილი. მამაკაცისა და ქალის უშვილობის მკურნალობის კონსერვატიული მეთოდების  გარდა, კლინიკაში  დანერგილია ინ ვიტრო განაყოფიერების თანამედროვე მეთოდი. კლინიკის ქირურგიული განყოფილება კი პაციენტებს სხვადასხვა გინეკოლოგიური დაავადების ოპერაციული მკურნალობის  სრულ სპექტს სთავაზობს.  კლინიკაში ასევე, ტარდება  სიმულტანური ოპერაციები, რაც თანამედროვე ქირურგიულ   მიდგომაა. რას წარმოადგენს   სიმულტანური ოპერაციების არსი? ამის შესახებ  ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის დირექტორს, საქართველოს გინეკოლოგ-ენდოსკოპისტთა ასოციაციის  პრეზიდენტს, პროფესორ არსენ გვენეტაძეს გავესაუბრეთ.
– ბატონო არსენ,  როგორც „ბიზნეს კურიერის” ერთ-ერთი სიუჟეტიდან გახდა ცნობილი, თქვენს კლინიკაში წარმატებით კეთდება სიმულტანური ოპერაციებიც.  რა არის ამ ოპერაციების არსი და რაში მდგომარეობს მათი უპირატესობა?
–  სიმულტანური ოპერაცია არის სხვადასხვა ორგანოთა სისტემებზე ერთდროულად ჩატარებულ ოპერაციული ჩარევა.  ჩვენი რეპროდუქციული კლინიკის ძირითადი სფერო  ბუნებრივია რეპროდუქცია და სხვადასხვა გინეკოლოგიური პათოლოგიები გახლავთ. მაგრამ, თანამედროვე სამედიცინო ხედვით, შესაძლებელია, პაციენტს ლაპაროსკოპიული მეთოდით ერთდროულად  ჩაუტარდეს როგორც საკვერცხის კისტის, მიომისა თუ ენდომეტრიოზის  ოპერაცია, ასევე მოხდეს მცირე ინვაზიური ჩარევა  სარძევე და ფარისებრი ჯირკვლის, ან ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებებთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად.  ეს ოპერაციები  სრულიად თავსებადია და ერთდროულად შესაძლებელია  ორი დაავადება იყოს განკურნებული.    ერთჯერადი ნარკოზის ქვეშ,  ერთი და იმავე წინასაოპერაციო კვლევის პირობებში, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული  ორი სხვადასხვა პრობლემის მოგვარებას პაციენტისთვის რამდენიმე უპირატესობა აქვს. იმის გარდა, რომ სიმულტანური ოპერაციის დროს  მნიშვნელოვნად არ იზრდება ოპერაციის ხანგრძლივობა, კლინიკაშიც პაციენტის იმდენ ხანს რჩება, რაც ერთი ოპერაციის შესრულების  დროს იყო საჭირო. ლაპარასკოპიული  ოპერაციის შემდეგ, ძირითადად, პაციენტი კლინიკაში მხოლოდ  ერთი დღე რჩება. პაციენტებისთვის მეტად მნიშვნელოვანია, რომ სიმულტანური ოპერაციები  ხარჯთეფექტური და ფინანსურად  უფრო  მომგებიანი პაციენტისთვის.  სიმულტანური ოპერაცია  არის   „დანაზოგი” როგორც დროის, ასევე  ფინანსების და  თუნდაც, იმ ემოციური სტრესისა, რაც ყველა პაციენტს აქვს ნებისმიერი ოპერაციის დროს.
– გარდა  პროფესიონალიზმისა, ასეთი ოპერაციების დროს, ალბათ, მნიშვნელოვანია კლინიკის ტექნიკური საშუალებები, რომლითაც აღჭურვილი უნდა იყოს კლინიკის ქირურგიული განყოფილება.
– სიმულტანური  ოპერაცია, რა თქმა უნდა, კეთდება ორი სამედიცინო ბრიგადის მიერ, თანამედროვე ლაპარასკოპიული ტექნიკის გამოყენებით. რაც შეეხება კლინიკის ტექნიკურ საშუალებებს,  ბუნებრივია, დღეს  თანამედროვე სტანდარტების კლინიკა  თანამედროვე  ლაბორატორიისა თუ ქირურგიული განყოფილების გარეშე, არც კი მოისაზრება. იმაზე საუბარი, რომ კლინიკა ყველა უახლესი ბრენდის სამედიცინო  აპარატურით არის აღჭურვილი, უხერხულადაც კი მიმაჩნია. ჩემი აზრით, ეს უკვე აღარ უნდა წარმოადგენდეს  განსჯის საგანს. რა თქმა უნდა, ჩვენს  კლინიკაში  ტარდება ყველა ის  კვლევა, რაც პაციენტს ესაჭიროება გინეკოლოგიური პრობლემების დროს და  ასევე, კვლევები ისეთი მაღალი ტექნოლოგიური პროცესისთვის, როგორიც არის ინ ვიტრო განაყოფიერება. მაგრამ, მე მაინც ვიტყვი, რომ  ჩვენი კლინიკისთვის  მთავარი  არის  ხედვა, რომელიც ევროპულ და ამერიკულ გაიდლაინებს ეყრდნობა და რა თქმა უნდა, ექიმთა პროფესიონალიზმი  და ადამიანური  კეთილსინდისიერება.
– ცნობილია, რომ ახლახან  კლინიკაში თქვენ  მიერ   ჩატარდა ოპერაცია გინეკოლოგიურ პათოლოგიაზე, რაც იშვიათობაა.
– ეს არ ყოფილა სიმულტანური ოპერაცია. ეს   ოპერაცია ჩატარდა   განვითარების ანომალიის გამო, რომელიც საკმაოდ იშვიათია.   მსგავსი პათოლოგია ჩემი ხანგრძლივი, 23-წლიანი პრაქტიკული  საქმიანობის პერიოდში, წამყვან კლინიკებში მუშაობის დროსაც  არ  შემხვედრია.  ახალგაზრდა ყმაწვილ გოგონას, რომელსაც ჰქონდა ორქიანი საშვილოსნო, რაც თავისი არსით არ წარმოადგენს იშვიათობას, მაგრამ, ერთ-ერთი განუვითარებელი რქიდან, მენსტრუაციის დროს, სისხლი ვერ გამოდიოდა საშოდან და გადადიოდა საშვილოსნოს მილში და მუცელში, რაც  იწვევდა მუდმივ ძლიერ ტკივილს. ჩვენ  მიერ პათოლოგიის დიაგნოსტირება მოხდა დროულად, ჩატარდა ლაპარასკოპიული ოპერაცია, რომლის დროსაც საშვილოსნოს მოცილდა რუდიმენტული ნაწილი. მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ გოგონას შეუნარჩუნდა ორივე საკვერცხე და ჯანსაღი საშვილოსნო. მას აქვს ყველა პირობა როგორც ჯანმრთელობისთვის,  ასევე  ყველა ფუნქცია შეუნარჩუნდა  შვილოსნობისთვის, რაც ამ შემთხვევაში, მეტად მნიშვნელოვანი იყო.