ორშაბათი - პარასკევი 9:15 - 18:00

შაბათი 10 - 14

+ 995 322 22 00 65

info@sabakhtarashviliclinic.ge

ლუბლიანას 2/6

დიღომი, თბილისი

შემოგვიერთდით

უნაყოფობა

  1. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით უნაყოფობა აღენიშნება წყვილთა 15%-ს, მათ შორის ქალთა – 45%-ს; მამაკაცთა – 40%-ს; ორივესი ერთდროულად -15%-ს. თავისთავად უნაყოფობა არ წარმოადგენს ერთიანი პათოგენეზის მქონე დაავადებას, არამედ იგი მთელ რიგ პათოლოგიათა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინებაა.
    ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის გამომწვევი მიზეზები შეიძლება გაერთიანდეს რამდენიმე ჯგუფად:

1. ფუნქციური (ენდოკრინული)
2. ორგანული
3. იმუნური
4. გენეტიკური
5. უცნობი გენეზის

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, უნაყოფობის მკურნალობის უმთავრესი ამოცანაა მისი გამომწვევი მიზეზის ან მიზეზთა წყობის დადგენა და აქედან გამომავალი მისი ადეკვატური თერაპია. სწორედ ამ პრინციპებზეა დაფუძნებული ჩვენი კლინიკის წარმატებული სამედიცინო საქმიანობა. იმ შემთხვევებში, როდესაც უნაყოფობის კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობა უშედეგოა, გამოიყენება თანამედროვე დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგია – In Vitro განაყოფიერება, რომლის დროსაც კვერცხუჯრედის განაყოფიერება ხდება ორგანიზმის გარეთ, შემდგომში მიღებული ემბრიონის გადატანით საშვილოსნოში. ამ მეთოდის გამოყენებით დღეისათვის მსოფლიოში მილიონზე მეტი ბავშვია დაბადებული.

“უნაყოფობა” რა არის უნაყოფობა და როდის ისმება უნაყოფობის დიაგნოზი?

ცნობილია , რომ  საერთო პოპულაციაში 1 წლის განმვლობაში წყვილთა 84%-ზე მეტი მიიღებს ორსულობას , ხოლო იქ , სადაც 12 თვე დაუცველი , რეგულარული   სქესობრივი ცხოვრების შემდგომ  არ დგება ორსულობა  — ისმება უნაყოფობის დიაგნოზი  . იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე წინასწარ არსებობს რაიმე წინმსწრები მდგომარეობები ( მენსტრუაციული ციკლის დარღვევა, მცირე მენჯის ღრუს ანთებითი დაავადება ,კრიპტორქიზმი) ან ქალის ასაკი აღემატება 35  წელს  , რეკომენდებულია კვლევა ჩატარდეს 6 თვიანი სქესობრივი თანაცხოვრების შემდგომ, რათა დროულად იყოს გამოვლენილი უნაყოფობის მიზეზი , რამეთუ ქალის ასაკის მატებასთან ერთად მცირდება ორსულობის დადგომის შანსი, იზრდება  მოშლილობის ალბათობა და მატულობს ნაყოფის განვითარების ანომალიების რისკი .
რაც შეეხება მამაკაცებს  50 წლის ასაკამდე მამაკაცის უნაყოფობასა და ასაკს შორის   მკვეთი კორელაცია  არ  არსებობს .
რამდენად  გავრცელებულია უნაყოფობა და რა არის მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზები?
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით უნაყოფობა აღენიშნება წყვილთა 16 %-ს , მათ შორის ქალის უნაყოფობა -45%; მამაკაცის -40 %; წყვილის -15 % .თავისთავად უნაყოფობა არ წარმოადგენს ერთ  რომელიმე დაავადებას, არამედ იგი მთელ რიგ დაავადებათა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინებაა. ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის გამომწვევი მიზეზები შეიძლება გაერთიანდეს რამდენიმე ჯგუფად:

  • ფუნქციური ( ენდოკრინული )
  • ორგანული
  • იმუნური
  • გენეტიკური
  • უცნობი გენეზის

ფუნქციური— ენდოკრინული დარღვევებით  განპირობებულ უნაყოფობას  წამყვანი ადგილი უკავია უშვილობის სტრუქტურაში . სასქესო ჰორმონთა დისფუნქცია არის ის მთავარი მიზეზი , რაც განაპირობებს კვერცხუჯრედის ან სპერმატოზოიდის ვერ ან  არასრულფასოვან მომწიფებას, რაც საბოლოოდ უნაყოფობის მიზეზად გვევლინება.
ფუნქციური უნაყოფობის განმაპირობებელი ენდოკრინული ფაქტორები პირობითად ორ ჯგუფად შეიძლება დავყოთ : სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული პირველადი დარღვევები სასქესო ჰორმონთა სეკრეციაში( ჰიპერ და ჰიპოგონადოტროპული ჰიპოგონადიზმი , ჰიპერპროლაქტინემია,  და სხვა) და ამავე  სისტემის მეორადი დისფუნქცია  , რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა არასასქესო ჰორმონმაპროდუცირებელი ენდოკრინული ჯირკვლების დისფუნქცია ( ჰიპოთირეოზი , შაქრიანი დიაბეტი ტიპი2 ,ინსულინორეზისტენტობა /ჰიპერინსულინემია, კუშინგის სინდრომი , აკრომეგალია და სხვა )
განსაკუთრებული ადგილი უნაყოფობის გამომწვევ ფაქტორთა შორის განეკუთვნება ჭარბი წონა / სიმსუქნით ან ცხიმოვანი ქსოვილის დეფიციტით განპირობებულ მეორად ცვლილებებს სასქესო ჰორმონთა სეკრეციაში.
კერძოდ , გაცხიმოვნება განპირობებული ინსულინრეზისტენტობა / ჰიპერიინსულინემიით რეპროდუქციული ასაკის ქალებში ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია მენსტრუალური ციკლის დარღვევის,  ანოვულატორული  ციკლის ,  უნაყოფობისა და ორსულობის მოშლილობის.  .საკვერცეების პოლიცისტოზის ჩამოყალიბების მიზეზთა შორის მას პირველი    ადგილი უკავია .           ამერიკის რეპროდუქციული მედიცინის ასოციაციის მონაცემებით ,  ჭარწონიან და მსუქან ქალთა 30-47 % აქვს დარღვეული მესტრუაციული ციკლი . ქალებში , სადაც სმი > 29 -ზე  , მისი 1 ერთეულით მატება  4 % -ით ამცირებს ბუნებრივ ციკლში ორსულობის დადგომის შანსს, ხოლო   სხეულის მასის შემცირება 5-10 %   -ით  მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ოვულაციას  და ზრდის ორსულობის დადგომის ალბათობას.
მამაკაცებში ჭარბცხიმიანობით განპირობებული ჰიპერესტროგენია განაპირობებს სპერმატოგენეზის სხვადასხვა ხარისხის დარღვევას.
აქვე აღსანიშნავია, რომ   სხეული მასის დეფიციტი სმი < 19-ზე დარღვეული მენსტრუაციული ციკლის და  უნაყოფობის ერთ -ერთი განმაპირობებელი ფაქტორია.
რეპროდუქტოლოგიის თანამედროვე სახელმძღვანელოებში პირდაპირ არის მითითებული სხეულის მასის ინდექსი30-ზე უნაყოფობის განმაპირობებელი ფაქტორი შეიძლება იყოს.
უნაყოფობის გამომწვევ მიზაზთა  შორის ასევე განიხილება სტრესის , მძიმე ფიზიკური დატვირთვების და ქრონიკული დაავადებების როლი.
გარდა ანოვულაციური ციკლის ჩამოყალიბებისა, ჰორმონული დისფუნქცია განაპირობებს საშვილოსნოს ( ფალოპის ) მილების დისკოორდინაციას , რაც უნაყოფობის ერთ-ერთ მიზეზად გვევლინება .იგივე მექანიზმი ხშირ შემთხვევაში განაპირობებს საშვილოსნოს გარე ორსულობასაც.
—-      ორგანული მიზეზებით განპირობებული უნაყოფობა ერთის მხრივ გულისხმობს საშვილოსნოს მილების ორგანულ დაზიანებებს და შეხორცებით პროცესს მცირე მენჯის ღრუში , რასაც ტუბოპერიტონეალურ უნაყოფობასაც უწოდებენ ,  ხოლო მეორეს მხრივ საშვილოსნომიერ ფაქტორებს ( ენდომეტრიუმის პოლიპები , სინექიები , მიომატოზური – განსაკუთრებით სუბმუკოზური კვანძები , საშვილოსნოს განვითრების მანკები , ყელისმიერი ფაქტორები ) .
საშვილოსნოს მილების ორგანული დაზიანების გამომწვევი მიზეზებია:სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები , მათ შორის განსაკუთრებული როლი განეკუთვენა ქლამიდიურ , ანაერობულ და გონორეულ ინფექციას, ხოლო რისკ ფაქტორებს განეკუთვნება: ანამნეზში მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებით დაავადებები , ოპერაციული ჩარევები საშვილოსნოზე, მის დანამატებზე, ნაწლავებზე (მათ შორის აპენდექტომია), ინვაზიური დიაგნოსტიკური და სამკურნალო პროცედურები (ჰიდროტუბაცია,მიკროინსტილაცია, დიაგნოსტიკური გამოფხეკვა), ანთებითი და ტრავმული გართულებები აბორტისა და მშობიარობის შემდეგ, ენდომეტრიოზი.
ანთების  განვითარების რისკებს ზრდის:  ახალგაზრდა ასაკი, დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, ქალაქის მაცხოვრებლობა, მრავალრიცხოვანი სექსუალური პარტნიორები (განვითარების რისკი გაზრდილია 4,6 -ჯერ),გახშირებული სქესობრივი კავშირი,  სქესობრივი ცხოვრების ადრეული დაწყება, ანამნეზში არსებული ანთების ეპიზოდი ( 2,3 -ჯერ გაზრდილი რისკი) , თამბაქოს მოხმარება ( 2 – ჯერ გაზრდილი რისკი), საშოს გამორეცხვა (გამორეცხვა კვირაში 1  – ჯერ ზრდის  რისკს 3,9 –  ჯერ).
პრინციპულად იგივე მიზეზები ( გასაგები გამონაკლისების გარდა ) განაპირობებს სპერმის გამომტანი გზების გამავლობის დარღვევას და სათესლე ჯირკვლების  დაზიანებებს , თუმცა ამ უკანასკნელთან მიმართებაში ინფექციური პაროტიტის ( ყბაყურა ) გამომწვევ ვირუსს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
—— იმუნურ  ფაქტორს უნაყოფის სტრუქტურაში მოკრძალებული ადგილი უკავია და მის 2-4- %-ს განაპირობებს . მედიცინის განვითარების დღევანდელ ეტაპზე ანტისპერმალური ანტისხეულების განსაზღვრა სირთულეს არ წარმოადგენს , რასაც ვერ ვიტყვით მკურნალობასთან მიმართებაში.
——- გენეტიკური , უმთავრესად ქრომოსომული პათოლოგიები , მენსტრუაციული ციკლის თუ სპერმატოგენეზის მძიმე დარღვევებს განაპირობებენ. პროფესიონალისათვის ამ დაავადებათა დიაგნოსტიკა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს , თუმცა მკურნალობის შესაძლებლობა მკვეთრად შეზღუდულია. ამ დაავადეაბათა რიგს განეკუთვნება : გონადების დისგენეზია , კლაინფელტერის სინდრომი , მიულერის დისპლაზიები და სხვა.
——– უცნობი გენეზის უნაყოფობა — წარმოადგენს გამორიცხვის პრინციპით დასმულ დიაგნოზს, რომლის კონკრეტული პათოფიზიოლოგიური საფუძველი დღეისათვის ცნობილი არ არის . იმ შემთხვევაში  თუ წყვილთან  დადასტურებულია   ოვულატორული  ციკლი ,   ფალოპის მილები გამავალია ,  საშვილოსნო  ანატომიურად უცვლელია , აღინიშნება  ნორმოსპერმია  და ნორმალურია ანტისპერმალური ანტისხეულების დონე ,  მაშინ შესაძლოა ეჭვი მივიტანოთ იდიოპათიურ უნაყოფობაზე , რომლის მკურნალობის ყველაზე ეფექტურ მეთოდად დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები მოიაზრება.

რა პრინციპებზეა დაფუზნებული უნაყოფო წყვილის კონსულტირება ?
უნაყოფობა საკმაოდ დიდ სტრესს უქმნის წყვილებს , ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი ერთობლივი კონსულტირება და კვლევისა და მკურნალობის მეთოდების , მკურნალობის ხანგრძლოვობისა და შესაძლო გართულებების და მოსალოდნელი შედეგების შესახებ მიეწოდოთ სრული ინფორმაცია.
ასევე აუცილებელია წყვილებს  მიეწოდოთ ინფორმაცია ჭარბი ან დეფიციტური წონის ,  ალკოჰოლის , ნიკოტინის , კოფეინის , რიგი სამუშაო ადგილების უარყოფოთი გავლენის შესახებ , საჭიროა გაირკვეს სქესობრივი ცხოვრების სიხშირე და აეხსნას რომ ხანგრძლივი თავშეკავება  სქესობრივი ცხოვრებისაგან , მნიშვნელოვნად აუარესებს სპერმის როგორც რაოდენობრივ , ასევე ხარისხობრივ მაჩვენებლებს.

რა მოიაზრება უნაყოფობის მკურნალობის სტრატეგიაში ?

უნაყოფობის ადექვატური  მკურნალობა დაფუძნებულია ამ უკანასკნელის მიზეზის ან მიზეზთა წყობის დადგენაში . აუცილებელია სრულფასოვნად შეფასდეს მენსტრუაციული ციკლი , საკვერცხის რეზერვი,  ჰორმონალური სტატუსი,  უტრასონოგრფიულად განისაზღვროს ფოლიკულის და ენდომეტრიუმის მომწიფების თვისებურებები,  მოხდეს მილების გამავლობისა  და საშვილოსნოს ღრუს  შეფასება, როგორც რენტგენოლოგიურად ,ან მნიშვნელოვნად უფრო მაღალსპეციფიური  თანამედროვე  ენდოსკოპიური მეთოდების დახმარებით ( ლაპაროსკოპია, ფერტილოსკოპია, ჰისტეროსკოპია ) , იმუნოლოგიური უნაყოფობის მარკერების განსაზღვრა და სპერმის  ანალიზი .ეს არის ის ძირითადი კვლევები ,რასაც ეფუძვნება ჩვენი კლინიკის წარმატებული სამედიცინო საქმიანობა .
ყველა დარღვეული პარამეტრის კონსერვატიული და ქირურგიული გაწონასწორების და ოვულაციის სტიმულაციის  შემდგომ , იქ სადაც არ დგება ორსულობა , გამოიყენება თანამედროვე დამხმარე რეპროდუქციული მეთოდი In-Vitro, რომლის დროსაც კვერცხუჯრედისა და სპერმის შერწყმა ხდება ორგანიზმის გარეთ , შემდგომში მიღებული ემბრიონის გადატანით საშვილოსნოში.
იმ პაციენტებთან , სადაც დიაგნოსტირებულია მყარი ორგანული დაზიანებები ან სახეზეა იმუნური და უცნობი გენეზის უნაყოფობა , დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები— (In-Vitro განაყოფიერება საშვილოსნოს შიდა ინსემინაცია ,  რიგ შემთხვევაში კი  დონაცია -სუროგაციის პროგრამა )—-  არჩევის მეთოდს წარმოადგენს.
დღეისათვის მსოფლიოში  4  მილიონზე მეტი ბავშვია დაბადებული ამ მეთოდის გამოყენებით,მათი ჯანმრთელობის ხარისხი არ განსხვავდება პოპულაციური მონაცემებისაგან.
ზემოთთქმული თანამედროვე  პრინციპებით ჩატარებული უნაყოფობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შედეგია ჩვენს კლინიკაში ყოველწლიურად 150-მდე ახალი სიცოცხლის მოვლინება