ორშაბათი - პარასკევი 9:15 - 18:00

შაბათი 10 - 14

+ 995 322 22 00 65

info@sabakhtarashviliclinic.ge

ლუბლიანას 2/6

დიღომი, თბილისი

შემოგვიერთდით

ენდოკრინოლოგია

საშვილოსნოსმიერი სისხლდენა- ეს  არის საშოდან  არანორმატიული, სისხლიანი გამონადენი, რომელიც ვითარდება  მენსტრუაციის  დრჭარბთმიანობაოს  მისი ინტენსიობის  მატებისა  და  გახანგრძლივების  შედეგად  ან  მისგან  დამოუკიდებლად.  წარმოშობის  მიხედვით  სისხლდენა  შეიძლება  იყოს  დისფუნქციური  და  ორგანული  ხასიათის.

დისფუნქციური  სისხლდენის  განვითარება  დაკავშირებულია  სასქესო  ჰორმონთა  სეკრეციის  ან  მათი  ურთიერთშეფარდების  დარღვევასთან.

ორგანული  გენეზის    სისხლდენების  მიზეზები  მრავალფეროვანია, მათ  შორის ენდომეტრიუმის  პოლიპი, საშვილოსნოს  სუბმუკოზური  მიომა, საშვილოსნოსგარე  ორსულობა, ენდომეტრიოზი,  ადენომიოზი, შეწყვეტილი  ორსულობა და სხვა.

აქედან  გამომდინარე,  საშვილოსნოსმიერი  სისხლდენის  კვლევისა  და  მკურნალობის უმთავრესი  ამოცანაა   მისი  გამომწვევი  მიზეზის  დადგენა, დიფერენციალური  დიაგნოზის  გატარება  და  მიღებული  შედეგების  გათვალისწინებით   ადეკვატური  მკურნალობის  ჩატარება.

ჭარბთმიანობა

ჭარბთმიანობა (ჰირსუტიზმი) მსოფლიოში ქალთა ≈15%–ს აღენიშნება. იგი ფართოდ არის გავრცელებული საქართველოში.

ჭარბთმიანობის მიზეზთა წყობაში უპირველესი მნიშვნელობა ენიჭება:

  •     გარკვეული ტიპის ანდროგენების (მამაკაცის  ჰორმონების) ჭარბწარმოებას
  •     ეთნო–გენეტიკურ წინასწარგანწყობას

ამდენად, მკურნალობის სტრატეგიაში წამყვანია ჰორმონული სტატუსის დადგენა და გამოვლენილი ჰიპერანდროგენიის გაწონასწორება. ადგილობრივი მეთოდების (ეპილაცია) გამოყენება არსებული ჭარბი, არანორმატიული თმის მოსაცილებლად, რაციონალურია ენდოკრინული დისბალანსის გაწონასწორების შემდეგ.

კანისა და თმის ჭარბცხიმიანობა, ჩირქოვანი გამონაყარი

კანისა და თმის ჭარბცხიმიანობა (სებორეა) და მისგან განპირობებული ჩირქოვანი გამონაყარი (აკნე) უპირატესად ესთეტიური ენდოკრინოლოგიის პრობლემას წარმოადგენს.

იგი განპირობებულია გარკვეული ტიპის ანდროგენების (მამაკაცის ჰორმონების) ჭარბი წარმოებით, რომელიც მოქმედებს რა კანის ცხიმოვან ჯირკვლებზე, განაპირობებს მათ აქტივაციას და ცხიმის გაძლიერებულ პროდუქციას. შედეგად ვითარდება კანის ჭარბცხიმიანობა, ფერიმჭამელები (კომედონები) და ჩირქოვანი გამონაყარი.

პრობლემის გადაწყვეტისთვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ჰორმონული სტატუსის დადგენა, დარღვეული ენდოკრინული წონასწორობის აღდგენა, კანზე მეორადი ინფექციის დათრგუნვა, რასაც მოჰყვება კანის ცხიმიანობის მნიშვნელოვანი შემცირება და ჩირქოვანი გამონაყარის ალაგება.

ამდენად, როგორც ჰირსუტიზმი, ასევე სებორეა და აკნე, უპირატესად ესთეტიური ენდოკრინოლოგიის პრობლემას წარმოადგენს და ჩვენი კლინიკის ერთ–ერთი ნოვატორული და წარმატებული მიმართულებაა.

ჭარბი წონა / სიმსუქნე

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დეფინიციით სიმსუქნე წარმოადგენს ორგანიზმში გადაჭარბებული, არანორმატიული ცხიმის დაგროვებას.

ცხიმის დაგროვება გამოწვეულია ცხოვრებისა და კვების არასწორი წესით, ჭარბი წონის მიმართ გენეტიკური მიდრეკილებითა და ენდოკრინული დარღვევებით.

ჭარბი წონა / სიმსუქნე წარმოადგენს არა მარტო მძიმე, ქრონიკული ( შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა, ძვალ-სახსროვანი და სხვა) და

ონკოლოგიური დაავადების ( ძუძუს, საშვილოსნოს, სწორი ნაწლავისა და სხვა ორგანოთა კიბო) რისკ ფაქტორს, არამედ სერიოზულ ესთეტიურ და რეპროდუქციულ პრობლემას.

ალიმენტური (კვებითი) და გენეტიკური გაცხიმოვნების მკურნალობაში წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება მიღებული და დახარჯული კალორაჟის უარყოფითი ბალანსის შექმნას და მის კონტროლს. საჭიროა, ადამიანმა გაითავისოს, რომ სიმსუქნის მკურნალობა არ არის ხანმოკლე პროცესი და საჭიროებს ცხოვრების წესის შეცვლას ერთხელ და სამუდამოდ.

სიმსუქნის გამომწვევ მიზეზთა შორის ენდოკრინულ დარღვევებს (მეტაბოლური და ჰიპოთალამური სინდრომები, ჰიპოთირეოზი, კუშინგის დაავადება
შესაბამისად, ენდოკრინული დისბალანსით განპირობებული გაცხიმოვნების დროს ჰორმონული წონასწორობის აღდგენა მკურნალობის სტრატეგიაში ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია, სწორ კვებით ქცევასა და ფიზიკურ დატვირთვებთან კომპლექსში.  და სხვა) წამყვანი ადგილი უკავია. მათგან უმნიშვნელოვანესია ინსულინრეზისტენული მეტაბოლური სინდრომი, სადაც ჰიპერინსულინემიას და მის მიერ გამოწვეულ ჰიპერანდროგენიას უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება, რამეთუ, იგი, ერთი მხრივ, იწვევს ცხიმის ვისცერალურად (მამაკაცურ ტიპად) გადანაწილებას და ლიპიდური ცვლის დარღვევას, ხოლო, მეორე მხრივ, რეპროდუქციული ასაკის ქალებში განაპირობებს ანოვულაციას, მენსტრუაციული ციკლის დარღვევას, ზრდის უნაყოფობისა და ორსულობის მოშლილობის რისკს.

როგორ მოვუაროთ პრობლემურ კანს ზაფხულის ცხელ დღეებში

ზაფხული, მზე, ხალისიანი განწყობა… სეზონი, როცა ადამიანს  განსაკუთრებულად სურს, ლამაზად და მიმზიდველად  გამოიყურებოდეს…  ხანდახან ამის მიღწევა იოლი არაა, მით უფრო   მათთვის, ვისაც კანთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. ჩირქიანი გამონაყარი (აკნე) და კანის ჭარბცხიმიანობა (სებორეა), ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა.  დაავადება  წლობით მიმდინარეობს და მძიმე ემოციურ ტრავმებს, დეპრესიას იწვევს. ადამიანებს გამონაყარი, ძირითადად, აღენიშნებათ სახეზე, ყელზე, გულმკერდსა და ზურგზე, რაც ახალგაზრდულ ასაკში უფრო აქტუალურად ვლინდება. როგორ მოვუაროთ ამ საკმაოდ გარცელებულ პრობლემას და რა გავლენას ახდენს მასზე ზაფხულის მწველი მზე, ამის შესახებ ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული  კლინიკის ხელმძღვანელს, ბატონ ზურაბ საბახტარაშვილს გავესაუბრეთ. კლინიკა წარმატებით მუშაობს როგორც რეპროდუქციულ, ასევე ენდოკრინოლოგიურ და ესთეტიკურ პრობლემებზე. ბატონი ზურაბი საქართველოში ესთეტიკური ენდოკრინოლოგიის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. მის სახელთან არის დაკავშირებული ამ დარგის ჩამოყალიბება და განვითარება.
– ბატონო ზურაბ, ზაფხულის მწველი მზე  მაპროვოცირებელი ფაქტორია  მათთვის, ვისაც კანთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ?
– ზაფხულის სეზონი და მაღალი ტემპერატურა უარყოფითად მოქმედებს აკნესა და სებორეაზე. ამ დაავადებების ძირითადი ჩივილებია  კანის, თმის  ცხიმიანობის მატება,  კანზე თეთრი და შავი ფერიმჭამელების, ჩირქიანი გამონაყარის  არსებობა, რაც, არცთუ იშვიათად, კანზე კვალს ნაწიბურების სახით ტოვებს. ოფლის გაძლიერებულმა გამოყოფამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს კანზე ინფექციური პროცესის გააქტიურებას,  კანის ადგილობრივი იმუნიტეტის დაქვეითებას და მდგომარეობის დამძიმებას. ამას ასევე იწვევს დიდი დოზით ულტრაიისფერი სხივების მიღება, რუჯი პრობლემური კანის მხოლოდ დროებითი „შენიღბვაა“.
– რა იწვევს აკნეს და სებორეას, რაც დღეს ძალიან გავრცელებული დაავადებაა და როგორ ხდება ამ დაავადების მკურნალობა თქვენს კლინიკაში?
– სებორეა/აკნეს განვითარების მიზეზი ჰორმონული დისბალანსია, კერძოდ, ანდროგენების  (მამაკაცის ჰორმონების) ჭარბი სეკრეცია, რაც იწვევს კანის ცხიმოვანი ჯირკვლების მიერ ცხიმის გაძლიერებულ პროდუქციას, შედეგად კომედონების ფორმირებას, ხოლო მათი დაინფიცირება – ჩირქიანი გამონაყარის განვითარებას.
დაავადების განვითარების მექანიზმიდან გამომდინარე სებორეა/აკნე ესთეტიკური ენდოკრინოლოგიის პრობლემაა, ამიტომ მისი წარმატებულად მკურნალობის აუცილებელი პირობაა ჰორმონული დისბალანსის გამოვლენა და მისი ადეკვატური მკურნალობა; სებორეა/აკნე გამწვავება-რემისიებით მიმდინარეობს. მისი გამწვავების ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება: ფსიქოლოგიური სტრესი, დეპრესია, ფიზიკური და ემოციური ზეგადატვირთვები, რაც ჰორმონული წონასწორობის დარღვევას იწვევს.
– რას ურჩევთ ამ თემით დაინტერესებულ მკითხველს?
– მკითხველს, ვისაც აწუხებს ეს პრობლემა, ვურჩევდი, მოერიდოს სტრესულ სიტუაციებს,  ასევე ჭარბ ულტრაიისფერ  სხივებს. სიმპტომების წარმოქმნისთანავე, რეკომენდებულია ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია, დაავადების საფუძვლიანი გამოკვლევა და შესაბამისი მკურნალობა. იგულისხმება ანდროგენების (მამაკაცის ჰორმონების) ჭარბი სეკრეციის ნორმალიზება  და კანზე  ინფექციური პროცესის დათრგუნვა, რაც განაპირობებს სასურველი ეფექტის მიღწევას – ფერიმჭამელებისა და ჩირქიანი გამონაყარის საბოლოოდ  ალაგებას.

მკითხველის შეკითხვა – ექიმის პასუხი

ჩვენს  ჟურნალში გამოქვეყნებულ მასალებს ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის შესახებ მკითხველის დიდი ინტერესი მოჰყვა. რედაქციაში საკმაოდ ბევრი შეკითხვა შემოდის კლინიკის ექიმებთან იმ თემებზე, რაც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ. ჩვენ მომავალშიც შევეცდებით, თქვენი შეკითხვები უპასუხოდ არ დავტოვოთ და ისინი მთავარ ადრესატებამდე – ექიმებამდე მივიტანოთ. ამჟამად მკითხველის შეკითხვები ეხება ჭარბ წონას, მეორად უნაყოფობას და ჭარბთმიანობას. თქვენს შეკითხვებს პასუხობენ ზურაბ საბახტარაშვილის  რეპროდუქციული კლინიკის ექიმი – რეპროდუქტოლოგები: თამთა ცაავა, ქეთევან ქანთარია და ქეთევან კაკაშვილი. ისინი კლინიკაში, საქართველოში  ესთეტიკური ენდოკრინოლოგიის  ერთ-ერთი  ფუძემდებლის, პროფესორ ზურაბ საბახტარაშვილისა და პროფესორ არსენ გვენეტაძის ხელმძღვანელობით მუშაობენ. დაინტერესებულ მკითხველს შევახსენებთ, რომ ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა ევროპული სტანდარტების კლინიკაა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და აპარატურით, ლაბორატორიებით, საოპერაციო და In Vitro განაყოფიერების განყოფილებით. ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა წარმატებით მუშაობს მიმართულებებზე: ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, In Vitro განაყოფიერება, გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია, ესთეტიკური ენდოკრინოლოგია, ნეიროენდოკრინოლოგია, კონსერვატიული გინეკოლოგია, ოპერაციული გინეკოლოგია (ლაპარასკოპია, ჰისტეროსკოპია, ტრადიციული მუცელკვეთა – ლაპარატომია).
*  34 წლის ვარ,  მყავს  რვა წლის  შვილი. ბოლო რამდენიმე წელია, ვცდილობ, დავორსულდე, მაგრამ უშედეგოდ. არ ვიცი რა არის ჩემი მეორადი უშვილობის მიზეზი, რა სახის გამოკვლევა და მკურნალობა მჭირდება?
– უნაყოფობა შეიძლება, განვითარდეს ქალის რეპროდუქციული ასაკის ნებისმიერ პერიოდში. თქვენი პრობლემა შესაძლოა, გამოწვეული იყოს ერთი მხრივ, წინა ორსულობის დროს მიმდინარე ჰორმონული ძვრებით, ხოლო მეორე მხრივ, მშობიარობის (საკეისრო კვეთის) შემდგომი გართულებებით. სისხლდენა, მცირე მენჯის ღრუს ანთებითი დაავადება, ინსტრუმენტული ჩარევა საშვილოსნოს ღრუზე – ეს ყველაფერი შესაძლოა, იყოს უნაყოფობის როგორც ფუნქციური, ისე ორგანული მიზეზი. ქალბატონებს, რომელთაც მეორადი უნაყოფობის პრობლემა აქვთ, უნდა ჩაიტარონ სრულყოფილი გამოკვლევები და დადგინდეს უნაყოფობის მიზეზი. შემდეგ ჩატარდეს შესატყვისი მკურნალობა. გირჩევთ, მობრძანდეთ კლინიკაში, სადაც ანამნეზური მონაცემების, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების საფუძველზე დაგენიშნებათ მკურნალობის კურსი, რის შედეგადაც თქვენი პრობლემა მოგვარებული იქნება. მით უმეტეს, რომ თქვენს ასაკობრივ ჯგუფში დაორსულების შანსი მაღალია.
* 16 წლის ვარ, მაწუხებს ჭარბთმიანობა, როგორც სახეზე, ასევე მთელ ტანზე, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, ეს რა რთული გადასატანია, მით უმეტეს ზაფხულში – გულამოჭრილი მაისური ვერ ჩამიცვამს. ეპილაციის გაკეთება გადავწყვიტე, მაგრამ იქაც მითხრეს: თუ ჰორმონულ   დარღვევებს არ მიხედეთ, თქვენს პრობლემას არ ეშველებაო და თქვენს კლინიკაში მკურნალობა მირჩიეს. ეშველება ჩემს პრობლემას?
– პრობლემა, რომელიც თქვენ გაქვთ, მოგვარებადია. ჭარბთმიანობა, ძირითადად, გამოწვეულია მამაკაცური ჰორმონების, ანდროგენების გაძლიერებული სეკრეციით. ამასთანავე, ამ პრობლემის მიზეზი შესაძლოა, იყოს გენეტიკური მიდრეკილებაც. თქვენი პრობლემის გადასაჭრელად, უპირველესად, უნდა განისაზღვროს ანდროგენების (მამაკაცის ჰორმონების) დონე სისხლში, რის საფუძველზეც დაგენიშნებათ სათანადო მკურნალობა, რის შედეგადაც მოხდება დარღვეული ჰორმონული წონასწორობის აღდგენა. მკურნალობის შედეგად თმის ღერი გაფერმკრთალდება, „დასუსტდება” და დროთა განმავლობაში დაიწყებს ცვენას.
* ბოლო წლებში  ძალიან მოვიმატე წონაში, ათასგვარი დიეტის დაცვა ვცადე, მაგრამ უშედეგოდ, დიეტების შემდეგ ისევ ვიმატებ ხოლმე. რა რეკომენდაციას მომცემთ, როგორ ვებრძოლო ჭარბ წონას?
– ჭარბი წონა  გამოწვეულია კვების და ცხოვრების არასწორი რეჟიმით, ჭარბი წონის მიმართ გენეტიკური მიდრეკილებით და ენდოკრინული (ჰორმონული) დარღვევებით. ნებისმიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჭარბი წონის დროს აუცილებელია, დადგინდეს მისი გამომწვევი მიზეზები. მიღებული შედეგებით თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად განისაზღვრება როგორც პრეპარატები, ასევე მათი დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა, სწორ კვებით რეჟიმთან ერთად. გირჩევთ, მიმართოთ პროფესიონალ ექიმს, რათა თქვენს შემთხვევაში, ზუსტად განისაზღვროს ჭარბი წონის მიზეზები, რომლის შემდეგაც დაგენიშნებათ ადეკვატური,  სწორად შერჩეული თერაპია.
თამუნა ნიჟარაძე

ჭარბი წონა და სიმსუქნე – უნაყოფობის განმაპირობებელი რისკ-ფაქტორიცაა!

ჭარბი წონა და  სიმსუქნე ადამიანებს მრავალ პრობლემას უქმნის. ბოლო წლებში კი ეს მსოფლიოს დიდ საფრთხედ ექცა, რადგან გარდა იმისა, რომ სიმსუქნე  ესთეტიკურადაც მნიშვნელოვანი  თემაა, ის უამრავი დაავადების რისკ-ფაქტორიც შეიძლება, გახდეს.  პრაქტიკამ ცხადყო, რომ მკურნალობის ის სტრატეგია, რომელიც ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციულ  კლინიკაშია დანერგილი, წარმატებული მეთოდია, სიმსუქნის, მასთან დაკავშირებული უნაყოფობისა და ესთეტიკური პრობლემების  მკურნალობის თვალსაზრისით. ამ მეთოდის ეფექტურობისა  და იმ პრობლემების შესახებ, რომელსაც  ჭარბი წონა უქმნის  ადამიანებს, ზურაბ საბახტარაშვილის კლინიკის ექიმს, ქეთევან ქანთარიას გავესაუბრეთ.
ქეთევან  ქანთარია: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დეფინიციით, სიმსუქნე ორგანიზმში გადაჭარბებული, არანორმატიული ცხიმის დაგროვებაა, რაც გამოწვეულია ცხოვრებისა და კვების არასწორი წესით, ჭარბი წონის მიმართ გენეტიკური მიდრეკილებით და ენდოკრინული დარღვევებით. ჭარბი წონის და სიმსუქნის  ინტერპრეტაციისთვის, მოწოდებულია სხეულის მასის ინდექსის (სმი) გამოთვლა. სმი = წონა (კგ) X სიმაღლეზე (მ2). როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის სმი ნორმატიულად უნდა იყოს 18,5-დან 24, 9 კგ/ მ2-მდე. 25-29 კგ/მ2 განიხილება როგორც ჭარბი წონა, ხოლო როცა სმი მეტია 30 კგ/მ2-ზე უკვე საქმე გვაქვს  სიმსუქნესთან. ეს პრობლემა დიდ საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს. 2008 წლისთვის  ჭარბწონიანი იყო 1, 5 მილიარდი ადამიანი, 2015 წლისთვის ჭარბწონიანთა რაოდენობა მიაღწევს 2,3 მილიარდს, მსუქანთა – 700 მილიონს.  სიმსუქნის განმაპირობებელი მიზეზები საკმაოდ მრავალია.
– რა დაავადებებს იწვევს ჭარბი წონა და სიმსუქნე?
– ჭარბი წონა და სიმსუქნე რისკ ფაქტორია მთელი რიგი დაავადებებისთვის, მათ შორისაა: მძიმე ქრონიკული (მეტაბოლური სინდრომი, შაქრიანი დიაბეტის ტიპი 2, გულსისხლძარღვთა, ძვალსახსროვანი და ასე შემდეგ) და ასევე ონკოლოგიური დაავადებები (ძუძუს, საშვილოსნოს, სწორი ნაწლავის და ორგანოთა კიბო). სამწუხაროდ,  სიმსუქნით განპირობებული სიკვდილიანობა ყოველწლიურად დაახლოებით, 2,8 მილიონს აღწევს.
– იწვევს თუ არა სიმსუქნე მენსტრუალური ციკლის დარღვევას ქალბატონებში და უნაყოფობას, როგორც ქალბატონებში, ასევე მამაკაცებში?
– მენსტრუალური ციკლის დარღვევის, ანოვულატორული ციკლის, უნაყოფობის, საკვერცხეეების პოლიკისტოზისა და ორსულობის მოშლილობის მიზეზთა შორის, ჭარბ წონასა და სიმსუქნეს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ამერიკის რეპროდუქციული მედიცინის ასოციაციის მონაცემებით, ჭარბწონიან და მსუქან ქალთა 30-47 პროცენტს დარღვეული აქვს ჰორმონული წონასწორობა და მენსტრუაციული ციკლი. მნიშვნელოვანია გაცხიმოვნების როლი მამაკაცის უნაყოფობაშიც, რამეთუ სასქესო ჰორმონთა დისბალანსი უმრავლეს შემთხვევებში იწვევს სპერმატოგენეზის დარღვევას.
– როგორია  სიმსუქნის მკურნალობის სტრატეგია თქვენს კლინიკაში?
–  სიმსუქნის მკურნალობისას, უპირველესი ამოცანა მისი მიზეზების იდენტიფიცირება და ამის საფუძველზე, ადეკვატური სამკურნალო სტრატეგიის ჩამოყალიბებაა. ალიმენტური და გენეტიკური გაცხიმოვნების მკურნალობაში წამყვანია მიღებული და დახარჯული კალორიების კონტროლი. ადამიანმა უნდა გაითავისოს, რომ სიმსუქნის მკურნალობა არ არის ერთჯერადი, ხანმოკლე პროცესი და საჭიროებს ცხოვრებისა და კვების წესის შეცვლას – ერთხელ და სამუდამოდ. გარდა მიღებული და დახარჯული კალორიების უარყოფითი ბალანსის ჩამოყალიბებისა, რადიკალურად მნიშვნელოვანია დარღვეული ჰორმონული წონასწორობის აღდგენა. სწორედ ასეთი სტრატეგიაა დანერგილი ჩვენს კლინიკაში სიმსუქნის, მასთან დაკავშირებული უნაყოფობისა და ესთეტიკური პრობლემების  მკურნალობისთვის.

ჭარბთმიანობა – ენდოკრინული პრობლემაა!

ჭარბთმიანობა  საქართველოში ბევრი ქალბატონისთვის წარმოადგენს  პრობლემას წარმოადგენს,  თემის აქტუალობიდან გამომდინარე ამ  პრობლემის შესახებ ზურაბ საბახტაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ექიმს, ქეთევან კაკაშვილს  ვესაუბრეთ.
– ქალბატონებისთვის ძალიან მნიშვნელოვან ესთეტიკურ პრობლემას წარმოადგენს ჭარბთმიანობა. რა არის ძირითადად მისი გამომწვევი მიზეზები?
– კანი არა მხოლოდ ფუნქციური, არამედ ვიზუალური, ტაქტილური და ესთეტიკური ორგანოა და, სწორედ ამიტომ, მისი მდგომარეობა ქალების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. აუცილებელია, ვიცოდეთ, რომ  კანის, თმის, ფრჩხილების, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის გადანაწილება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონულ ძვრებზე. ჭარბთმიანობა (ჰირსუტიზმი) მსოფლიოში ქალთა 15 პროცენტს აღენიშნება და აქტუალურ პრობლემად ითვლება საქართველოშიც. ჭარბთმიანობის მიზეზთა შორის ყველაზე გავრცელებული და მნიშვნელოვანია  ენდოკრინოლოგიური დარღვევები ანუ გარკვეული ტიპის ანდროგენების (მამაკაცის ჰორმონების)  ჭარბწარმოება და ეთნოგენეტიკური წინასწარგანწყობა. ფსიქოლოგიურმა  კვლევებმა აჩვენა, რომ ჰირსუტიზმი, აკნე და სებორეა ისეთივე უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის სიცოცხლის ხარისხზე, როგორც ასთმა, ეპილეფსია, დიაბეტი.
– არის თუ არა ეპილაცია და სხვადასხვა ტიპის ასაფხრეწი საშუალებები ეფექტური ჭარბთმიანობის პრობლემის დასაძლევად?
–  ჭარბი თმის მოსაცილებელი ადგილობრივი მეთოდები ხასიათდება დროებითი ეფექტებით, ამიტომ, მათი გამოყენება რაციონალური და ეფექტურია მხოლოდ ენდოკრინული დისბალანსის გაწონასწორების შემდეგ, როცა თმის მოშორების მერე აღარ ხდება ახალი თმის ჩასახვა.
– რა მეთოდებით ხდება ჭარბთმიანობის მკურნალობა თქვენს კლინიკაში?
–  ჩვენს კლინიკაში ჭარბთმიანობის მკურნალობის სტრატეგიაში გადამწყვეტი ფაქტორია ჰორმონული სტატუსის იდენტიფიცირება და მისი  გაწონასწორება. მკურნალობის მიზანს წარმოადგენს ანდროგენების ჭარბი წარმოების დათრგუნვა და კანის ფოლიკულების მგრძნობელობის შემცირება ანდროგენების მიმართ, შესაბამისად, თმის ზრდის პროცესის ბლოკირება.  სწორედ ამის შემდეგ არის რაციონალური და ეფექტური ჭარბი თმის მოსაცილებელი ადგილობრივი მეთოდების გამოყენება, მათ შორის ეპილაცია, რომელიც წარმატებით გამოიყენება ჩვენს კლინიკაში. ჩვენ სწორედ ამ სტრატეგიით ვახორციელებთ ჭარბთმიანობის მკურნალობას.

მენსტრუაციისწინა სინდრომი

ყველა ქალის ცხოვრებაში არის დღეები, რომლებიც თვეში ერთხელ დგება და   ქალის როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ მდგომარეობას  მნიშვნელოვნად ცვლის.  ცნობილი ფაქტია, რომ ქალების მიერ ჩადენილი ავტოკატასტროფების 10 შემთხვევიდან  8 მენსტრუაციისწინა სინდრომის პერიოდს ემთხვევა, ასეთივე სტატისტიკაა კრიმინალურ შემთხვევებთან დაკავშირებით.  მენსტრუაციის წინა სინდრომი ფართოდ გავრცელებული ნეიროენდოკრინოლოგიური დაავადებაა, რომელიც ხშირად   ქალის ჯანმრთელობას საკმაოდ დიდ საფრთხეს უქმნის.  სწორედ ამ თემასთან დაკავშირებული შეკითხვებით მივმართეთ ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ექიმ-რეპროდუქტოლოგს თამთა ცაავას, რომელსაც ამ თემაზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.  კლინიკა ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს, კლინიკის დამფუძნებელი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ საბახტარაშვილი გახლავთ   ერთადერთი  ქართული სახელმძღვანელოს ავტორი,  რომელიც მენსტრუაციისწინა სინდრომს ეხება.
თამთა ცაავა: მენსტრუაციისწინა სინდრომი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ნეიროენდოკრინული დაავადებაა. ის აღენიშნება რეპროდუქციული ასაკის ქალთა 25-75 პროცენტს. დაავადება უპირატესად გავრცელებულია ქალაქის მოსახლეობაში და მიეკუთვნება ცივილიზაციის დაავადებათა რიგს. მენსტრუაციისწინა სინდრომის კლინიკური გამოვლინებების მრავალსახეობას მედიცინაში ანალოგი ალბათ, არ გააჩნია, აღწერილია 150-მდე სიმპტომი, რომლებიც წარმოჩნდებიან მენსტრუაციამდე 2-14 დღით ადრე და ნიველირდებიან   მენსტრუაციის შემდგომ. დაავადებისთვის დამახასიათებელი პათოლოგიური გამოვლინებები შეიძლება, დაიყოს შემდეგ ჯგუფებად:
1. ნეიროფსიქოემოციური ფორმა – ემოციური ლაბილობა, გაღიზიანებადობა, აღგზნებადობა ან დეპრესია და სხვა.
2. ცეფალგიური ფორმა – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და კიდურების დაბუჟება.
3. შეშუპებითი ფორმა – პერიფერიული შეშუპება, წონის მატება მენსტრუაციის წინ, მასტალგია და სხვა.
4. კრიზისული ფორმა – შეტევითი ხასიათის სპაზმი და ტკივილი გულის არეში, არტერიული წნევის მატება, გელისცემის აჩქარება, კიდურების გაციება, სახის გაფერმკრთალება/ჰიპერემია, შემცივნება/ოფლიანობა, საერთო სისუსტე.
5. ატიპური ფორმები: ალერგიული რეაქციები, წყლულოვანი სტომატიტი, სხეულის ტემპერატურის მატება და სხვა სიმპტომები, რომლებიც გამოვლინდება მენსტრუაციისწინა პერიოდში.
მენსტრუაციისწინა სინდრომის მკურნალობა, კლინიკური და პათოგენეზური მექანიზმების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, მეტად რთული პრობლემაა, საჭიროებს თითოეულ პაციენტთან მიმართებაში თერაპიული საშუალებებისა და მათი დოზირების ინდივიდუალურ შერჩევას და ხანგრძლივ მონიტორინგს.

No Comments

Sorry, the comment form is closed at this time.