ორშაბათი - პარასკევი 9:15 - 18:00

შაბათი 10 - 14

+ 995 322 22 00 65

info@sabakhtarashviliclinic.ge

ლუბლიანას 2/6

დიღომი, თბილისი

შემოგვიერთდით

გინეკოლოგია

საშვილოსნოსმიერი სისხლდენები

საშვილოსნოსმიერი სისხლდენა- ეს  არის საშოდან  არანორმატიული, სისხლიანი გამონადენი, რომელიც ვითარდება  მენსტრუაციის  დროს  მისი ინტენსიობის  მატებისა  და  გახანგრძლივების  შედეგად  ან  მისგან  დამოუკიდებლად.  წარმოშობის  მიხედვით  სისხლდენა  შეიძლება  იყოს  დისფუნქციური  და  ორგანული  ხასიათის.

დისფუნქციური  სისხლდენის  განვითარება  დაკავშირებულია  სასქესო  ჰორმონთა  სეკრეციის  ან  მათი  ურთიერთშეფარდების  დარღვევასთან.

ორგანული  გენეზის    სისხლდენების  მიზეზები  მრავალფეროვანია, მათ  შორის ენდომეტრიუმის  პოლიპი, საშვილოსნოს  სუბმუკოზური  მიომა, საშვილოსნოსგარე  ორსულობა, ენდომეტრიოზი,  ადენომიოზი, შეწყვეტილი  ორსულობა და სხვა.

აქედან  გამომდინარე,  საშვილოსნოსმიერი  სისხლდენის  კვლევისა  და  მკურნალობის უმთავრესი  ამოცანაა   მისი  გამომწვევი  მიზეზის  დადგენა, დიფერენციალური  დიაგნოზის  გატარება  და  მიღებული  შედეგების  გათვალისწინებით   ადეკვატური  მკურნალობის  ჩატარება.

 

კლიმაქტერული სინდრომი

კლიმაქტერული ასაკი ქალის ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდია, რომელიც შეიძლება დამძიმდეს კლიმაქტერული სინდრომის სხვადასხვა პათოლოგიური გამოვლინებით.

ამ დაავადების განვითარებაში პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება ქალის სასქესო ჰორმონთა დეფიციტს.

კლიმაქტერული სინდრომის დროს აღინიშნება ისეთი გამოვლინებები, როგორიცაა: ალები, ოფლიანობა, შემცივნება, ტაქიკარდია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და სხვა ვაზომოტორული, ფსიქოემოციური, მეტაბოლური, კანის, გულ-სისხლძარღვთა, ძვალ-სახსროვანი, შარდ-სასქესო სისტემებისა და სექსუალური ფუნქციის დარღვევები.

დაავადების მკურნალობის სტრატეგიაში პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება ჩანაცვლებით ჰორმონულ თერაპიას, მაგრამ დღეისათვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით მისი გამოყენება მნიშვნელოვნად შეზღუდულია და მოითხოვს პაციენტის აუცილებელ წინასწარ კვლევას და ადეკვატური თერაპიის შერჩევას. კლიმაქტერული სინდრომის მსუბუქი გამოვლინებების დროს შესაძლებელია გამოყენებული იყოს ფიტოპრეპარატები და რიგი სედაციური საშუალებები.

მენსტრუაციისწინა სინდრომი-მისი გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

მენსტრუაციისწინა სინდრომი (მწს) ნეიროენდოკრინული დაავადებაა. ზოგიერთი ქალის ორგანიზმი განსაკუთრებულად რეაგირებს ყოველთვიურ ციკლურ ცვლილებებზე, რაც მხოლოდ განწყობაზე კი არ აისახება, არამედ სერიოზულ ჩივილებსაც იწვევს.
ვინც მენსტრუაციისწინა სინდრომს უმნიშვნელო და თითიდან გამოწოვილ პრობლემად მიიჩნევს, ვფიქრობთ, ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ აზრს რადიკალურად შეიცვლის.

ვრცლად